USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
პარლამენტის თავჯდომარე: გააჩნდა იმედგაცრუება საზოგადოებაში, რომელმაც დაინახა, რომ ეს „რუსული კანონი“, თურმე ამერიკაშია, თურმე კანადაში და დიდ ბრიტანეთში განიხილავენ და თურმე იმ ევროკავშირშიც მსჯელობენ
дата:  318

დღეს ჩვენ ვხედავთ იმედგაცრუებას საზოგადოებაში, რომელმაც დაინახა, რომ ეს „რუსული კანონი“, თურმე ამერიკაშია, თურმე კანადაში განიხილავენ, განიხილავენ დიდ ბრიტანეთშიც, თურმე ზუსტად იმ ევროკავშირში განიხილავენ ამერიკულს კანონს, რომელიც წინააღმდეგი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა

„გავიხსენოთ როგორ მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“ - 2020 წლის არჩევნების შემდეგ ტყუილით გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, შეუქმნეს აღქმა, რომ არჩევნები გაყალბდა. გავიდა დრო და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ტყუილი. შემდეგ, გამოიყვანეს ტყუილით ქუჩაში, რომ თითქოს საქართველო არ არის საკმარისად სოლიდარული უკრაინის მიმართ, რითაც მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გამოვიდა იყო გულწრფელად აღშფოთებული, ბოლოს ყველა დარწმუნდა რომ ეს იყო ტყუილი და თუკი ვინმე არის სოლიდარული უკრაინის მიმართ გულწრფელად და კეთილსინდისიერად სწორედ საქართველოა ერთ-ერთი პირველი. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა. მანამდე მოამზადეს აღქმა, რომ ეს ხელისუფლების ბრალი იქნება და რომ ხელისუფლება არ იმსახურებს. გავიდა დრო და ვნახეთ ევროკომისიის შეფასება, რომელმაც თქვა, რომ ივნისშივე გვეკუთვნოდა სტატუსი ვინაიდან, ყველა პარამეტრით ვართ წინ. მოლდოვა არის საკმაოდ უკან და ასევე გაცილებით უკანაა ბოსნია და ჰერცეგოვინაც, რომელსაც დეკემბერში მიანიჭეს სტატუსი. ახლაც, კიდევ ერთი ტყუილით გამოიყვანეს მოსახლეობა გარეთ - დაწერილიც არ იყო ეს კანონი, როდესაც დაარქვეს რუსული კანონი. არავინ შემოდიოდა დისკუსიის დროს შინაარსში არავინ შემოდიოდა, ყველას ჰქონდა ერთი ლოზუნგი - არა რუსულ კანონს. ადამიანებს დააჯერეს, რომ ეს იყო რუსული. დღეს ვხედავთ იმედგაცრუებას საზოგადოებაში, რომელმაც დაინახა, რომ ეს „რუსული კანონი“, თურმე ამერიკაშია, თურმე კანადაში განიხილავენ, განიხილავენ დიდ ბრიტანეთში, თურმე ზუსტად იმ ევროკავშირში განიხილავენ ამერიკულს კანონს, რომელიც წინააღმდეგი იყო. ასე რომ ეს ტყუილები საბოლოო ჯამში სრულდება. რადიკალურმა მოსინჯეს ის, რომ ემოციური თემებით შეიძლება გააღიზიანონ ქართველი ხალხი და ხალხი ემოციების არ უნდა აჰყვეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати