USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
Тбилиси
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა
дата:  434

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კირცხალიას თქმით, სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

„ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. საუბარი მაქვს საგამოძიებო
კომისიაზე, რომელიც შედგა და რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურა ქართველმა ხალხმა, ბევრმა ახალგაზრდამ, რომელიც საერთოდ დაბადებულიც არ იყო ან ვერ მოესწრო იმ რეკეტს, იმ სისხლისღვრას და დიქტატურას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ეწეოდა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების დროს და შემდეგ რასაც აკეთებს უკვე ე.წ. ოპოზიციის მანტიაში გახვეული. ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, რომ მომზადდა უმძიმესი დასკვნა საგამოძიებო კომისიის შედეგებზე.

ასევე, დავაანონსეთ და დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დასკვნის საფუძველზე მომზადდებოდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებოდათ საშუალება, ასევე პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი უკვე იმ პროცესისთვის, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში უკვე სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати