USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“ წარედგინა
Date:  

პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“, განხილვისთვის წარედგინა - ამასთან, ბიურომ პლენარული სესიის პირველ სხდომაზე, 6 თებერვალს, პრეზიდენტის ბოლო ანგარიშის მოსმენა დღის წესრიგში დაამტკიცა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება. სამთავრობო პროგრამის მიმართულებები უცვლელი დარჩა.

როგორც ცნობილია, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. არსებული ინფორმაციით, ჩიქოვანი ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს.

რაც შეეხებ ჯუანშერ ბურჭულაძეს, უკვე ყოფილი მინისტრი კი შესაძლოა მალე ნატოში საქართველოს ელჩად ვიხილოთ.

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. „ქართული ოცნების" სიაში ის 71-ადგილზეა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way