,
USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • თბილისი
  • სხვა
  • რეგიონი
  • სპორტი
  • ვიდეო
GEO
GEO ENG RU
პარლამენტის აპარატი - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის კვების მომსახურებაში2,8 მილიონი ლარია დახარჯული, სრული დეზინფორმაცია და მანიპულაციაა
თარიღი:
 03.09.2024
 349

2024 წლის 8 მარტს „ტვ პირველის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ კვების მომსახურებაში დახარჯულია 2,8 მილიონი ლარი და ამ მხრივ ყველაზე მხარჯველ უწყებად გამოცხადდა.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული დეზინფორმაცია და მანიპულაცია.

სიუჟეტში მოცემული რიცხვი აღებულია პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან „წარმომადგენლობითი ხარჯები" და ინტერპრეტირებულია, თითქოს ბიუჯეტის ეს პუნქტი მხოლოდ კვების მომსახურებას ეხება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

პარლამენტის ბიუჯეტის ამ მუხლიდან ფინანსდება ორი მიმართულება:

1.სამაჟორიტარო ბიუროების საქმიანობა და 2. სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც ეხება პარლამენტში გამართულ ღონისძიებებს და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან და წარმომადგენლებთან პროტოკოლურ შეხვედრებს.

სიუჟეტში არ არის მოცემული დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტის ამ მუხლიდან (წარმომადგენლობითი ხარჯები) გაწეული ხარჯის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რის გამოც სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. 

რეალობა კი ასე გამოიყურება: პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან „წარმომადგენლობითი ხარჯები“, სიუჟეტში მოცემულ პერიოდში, ხარჯმა შეადგინა 2 814 570 ლარი, საიდანაც  - სამაჟორიტარო ბიუროების ხარჯმა შეადგინა 2 495 100 ლარი (საერთო ხარჯის 87%) - სხვა წარმომადგენლობითმა ხარჯმა (პარლამენტის სასახლეში ჩატარებული ღონისძიებები და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან პროტოკოლური შეხვედრები), რომელთა რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში იყო 154, შეადგინა 319 470 ლარი (საერთო ხარჯის 13%).

საქართველოს პარლამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ნაცვლად მონაცემების სათანადო კვლევისა და მაყურებლის სწორი ინფორმირებისა, აღნიშნული სიუჟეტით მოხდა მაყურებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მომავალში გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

 
 
თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის
მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე ვერ შეთანხმდა
სრულად
აშშ-მა რამდენიმე რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები შეაჩერა
სრულად
ტრამპმა სანქცირებული ნავთობტანკერების ვენესუელაში შესვლა-გამოსვლაზე სრული ბლოკადის დაწესების ბრძანება გასცა
სრულად
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • რეკლამა
Tbilisi, Georgia
info@tbilisipost.ge
სამუშაო საათები: 10:00-18:00
TOP.GE

ყველა უფლება დაცულია 2021

Powered By Webdoors