USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
дата:  385

პარლამენტის წევრების: კახა კახიშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ანტონ ობოლაშვილის და ირმა ზავრადაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა.

საკანონმდებლო ინიციატივაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა პირველი მოსმენით ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს სხდომას შორის ფუნქციების განაწილება მოხდება. მისივე თქმით, ცვლილება მერის თანამდებობაზე ასარჩევად დაწესებულ ასაკობრივ ცენზსაც შეეხება და იგი 25 წლით განისაზღვრება.

„ცვლილების შემდეგი ნაწილი მერისა და საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტას უკავშირდება. მოქმედი რედაქციით, კალენდარული წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ მერის წარდგენილ ბიუჯეტს საკრებულო არ დაამტკიცებს,

ორივე მათგანის უფლებამოსილება ვადაზე ადრე წყდება. ჩვენ მოვიძიეთ მაგალითები და არც ერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი მოდელი არ არსებობს. ქვეყნის მასშტაბითაც ასეა - თუ პარლამენტი პრემიერ-მინისტრს არ დაუმტკიცებს ბიუჯეტს, არც ერთი უფლებამოსილება არ წყდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ შესასწორებელია ის საკითხი, რაც თვითმმართველობის კუთხით არის ჩაწერილი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა.

კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრებმა ბიუჯეტის არ დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს დათხოვნის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიტიკური შეფასებები მისცეს.

კახა კახიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მეორე მოსმენით წარდგენამდე, დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება, სადაც კოდექსში შესატანი ცვლილებები დაზუსტდება.

საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა სხდომაზე განხილულ საკანონმდებლო ინიციატივას და პლენარულ სხდომაზე საკითხის პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати