USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
პარკი ოქროს უბანს
თარიღი:  1658

ქ.თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში - "შენი იდეა ქალაქის მერს", ვებ-გვერდ idea.tbilisi.gov.ge-ზე  გამოქვეყნებულია მიხეილ ტარასაშვილის იდეა-შეთავაზება თბილისი მერისადმი - "პარკი ოქროს უბანს".  იდეა ითვალისწინებს  ოქროს უბანში,  ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალში დასასვენებელი, სათამაშო და სასპორტო სივრცის მოწყობას.

პროექტის აღწერილობა:
პარკი ოქროს უბანს! ოქროს უბანში ცხოვრების გაუსაძლისი პირობებია - ავტოტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და ხმაური ამ ადგილს ცხოვრებისთვის უვარგისად ხდის.
 
ასეთ პირობებში დასასვენებელი, სათამაშო, სასპორტო სივრცე მისწრება იქნებოდა და საამისო ადგილი ოქროს უბანს აქვს კიდეც - 1,5 ჰექტრამდე ფართობის(15913 კვ. მ.) მქონე ყოფილი სასპორტო მოედანი ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალში. თუმცა, ეს სარეკრეაციო სივრცე ამ 10 წლის წინ გაანადგურეს და ახლა იქ, მოასფალტებული მოედანიღაა დარჩენილი. ეს თბილისის თვითმმართველობის, ე.ი. მოქალაქეების, საკუთრებაში მყოფი ერთადერთი ადგილია არა მარტო ამ უბანში, არამედ გაცილებით დიდ არეალზე, სადაც გამწვანებული, დასასვენებელი სივრცის მოწყობა შეიძლება.
 
ოქროს უბნელებმა რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მმართველობას აქ პარკის მოწყობის მოთხოვნით. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქალაქის მმართველობას აღნიშნული კვარტალის არც გამოსყიდვა ჭირდება ვინმესგან, არც ადგილმონაცვლეობა - ის მოქალაქეებისაა. არც ხარჯია გასაწევი ისეთი, თბილისის მმართველობამ რომ ვერ იტვირთოს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ აქ, ტრანსპორტით გადაჭედილ ქალაქის ისტორიულ უბანში, პარკის მოწყობა ამოასუნთქებდა არა მარტო ოქროს უბნის მაცხოვრებლებს, ეს მთლიანად თბილისის პრესტიჟსაც ერთი ორად აამაღლებდა.  ამიტომ სწორი იქნება, ქალაქის მერმა დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნა და აღნიშნულ ადგილას გააკეთოს პარკი. იდეის ინიციატორები და გულშემატკივრები ოქროს უბნელებთან ერთად არიან: ქალაქგეგმარების რეალური ლაბორატორია და საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის