USD 2.7130
EUR 3.1672
RUB 3.2974
Tbilisi
„პარკი ოქროს უბანს“ - მოქალაქეები იდეის განხორციელებას მერიის შექმნილი ვებგვერდით ცდილობენ
Date:  910

მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე წელია ოქროსუბანში პარკს ითხოვენ, მის მოწყობას თბილისის მერიის შექმნილი ვებგვერდითაც ცდილობენ. ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეები ქალაქის მერს იმ იდეებს აცნობენ, რომლებიც მოწონების შემთხვევაში შესაძლოა, განხორციელდეს, ოქროს უბანში პარკის მოწყობის ინიციატივაც დარეგისტრირდა.

„ოქროს უბანში ცხოვრების გაუსაძლისი პირობებია – ავტოტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და ხმაური ამ ადგილს ცხოვრებისთვის უვარგისად ხდის. ასეთ პირობებში დასასვენებელი, სათამაშო, სასპორტო სივრცე მისწრება იქნებოდა და საამისო ადგილი ოქროს უბანს აქვს კიდეც“, – წერია იდეის გვერდზე, რომელიც მიხეილ ტარასაშვილის სახელითაა დარეგისტრირებული.

საუბარია 1,5 ჰექტრამდე ფართობის მოედანზე ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალში.

„ეს თბილისის თვითმმართველობის, ე.ი. მოქალაქეების, საკუთრებაში მყოფი ერთადერთი ადგილია არა მარტო ამ უბანში, არამედ გაცილებით დიდ არეალზე, სადაც გამწვანებული, დასასვენებელი სივრცის მოწყობა შეიძლება. ოქროს უბნელებმა რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მმართველობას აქ პარკის მოწყობის მოთხოვნით. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქალაქის მმართველობას აღნიშნული კვარტალის არც გამოსყიდვა ჭირდება ვინმესგან, არც ადგილმონაცვლეობა – ის მოქალაქეებისაა. არც ხარჯია გასაწევი ისეთი, თბილისის მმართველობამ რომ ვერ იტვირთოს.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ აქ, ტრანსპორტით გადაჭედილ ქალაქის ისტორიულ უბანში, პარკის მოწყობა ამოასუნთქებდა არა მარტო ოქროს უბნის მაცხოვრებლებს, ეს მთლიანად თბილისის პრესტიჟსაც ერთი ორად აამაღლებდა“, – ნათქვამია ინიციატივის გვერდზე არსებულ მიმართვაში.

ოქროსუბნელების, „ახალგაზრდა მწვანეების“ და „ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორიის“ იდეის მხარდაჭერა მერიის ვებგვერდზე მოქალაქეებს 15 მარტამდე შეუძლიათ.

ოქროს უბანში ამ ადგილას პარკის მოსაწყობად ადგილობრივებმა მერიას არაერთხელ მიმართეს. მათ რამდენიმე აქციაც გამართეს. „ქალაქმგეგმარებელთა რეალურმა ლაბორატორიამ“ კვლევაც ჩაატარა, რომელიც ამ ადგილას პარკის მოწყობის საჭიროებასა და შესაძლებლობას ეხებოდა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება
დაისის პირველი შესახვევის N13-თან გზის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამჯერად, კიდევ ერთი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაისის პირველი შესახვევის N13-თან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 17 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი.
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way