USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
პარიზში აფეთქების მუქარის გამო ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია მოხდა
თარიღი:  3744

პარიზში აფეთქების მუქარის გამო ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFM-TV ავრცელებს.

პოლიციაში წყაროს ინფორმაციით, აფეთქების მუქარის გამო ეიფელის კოშკის სამი სართულისა და მიმდებარე სივრცის ევაკუაცია მოხდა.

ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და ღირსშესანიშნაობა დახურულია ვიზიტორებისთვის.

ცნობილია, რომ ევაკუაცია შუადღეს დაახლოებით დაიწყო და როგორც სიფრთხილის ზომა ჩატარდა.

პოლიციაში წყაროს ცნობით, ასეთ სიტუაციაში ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, „რომელიც, ამის მიუხედავად, იშვიათია”. ამ მომენტისთვის, უცნობია აფეთქების მუქარის შესახებ ინფორმაცია ვინ გაავრცელა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის