USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
პარიზის ოლიმპიური თამაშებზე დღეს ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვა
дата:  1049

პარიზის ოლიმპიური თამაშებზე დღეს ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ფავორიტი გიორგი სარდალაშვილი პირველად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებზე. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი მეორე წრეში კონგოელ და ისრაელის ნაკრების წევრს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ზაფხულის თამაშებზე მესამედ გამოვა სანდრო ბაზაძე. მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავე ტურნირზე ფავორიტის სტატუსით ჩავიდა. ბაზაზის პირველი მეტოქე ირანელი ან მექსიკელი მოფარიკავე იქნება.

ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე მეათედ გამოვა. დებიუტი აქვს მოცურავე ანა ნიჟარაძეს. პარიზის ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე უმცროსი მონაწილე 15 წლისაა.

ხვალ, კი მედლისთვის იბრძოლებს მოკრივე ლაშა გურული.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი 250 ათას ლარს მიიღებს.

1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
2. გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60 კგ.)
3. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
4. ანა ნიჟარაძე (ცურვა)
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати