USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
პარიზის ოლიმპიადის რუსული ალტერნატივა „მეგობრობის თამაშები“ გადაიდო და დიდი ალბათობით აღარც ჩატარდება
дата:  

რუსეთის მიერ პარიზის ოლიმპიადისა და მსოფლიო სპორტის ალტერნატივად მოფიქრებული მეგობრობის თამაშები 2025 წლისთვის გადაიდება.

როგორც რუსული პრესა წერს, ამგვარი ინიციატივა განიხილება რუსეთის მთავრობის მიერ და შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებენ. წყაროს ცნობით, შესაძლო გადადება არ უკავშირდება ზეწოლას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან ან ცალკეული ქვეყნებიდან, არამედ განპირობებულია სხვა მიზეზებით.

ოფიციალურად ეს მიზეზები არ გაცხადებულა, მაგრამ ერთ-ერთმა რუსმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „მეგობრობის თამაშებს აუქმებენ (და არა გადატანას უპირებენ). ამის შესახებ ინფორმაცია ზაფხულის სახეობების სამწვრთნელო საბჭოებში დაახლოებით თვენახევრის წინ გავრცელდა.

მიზეზები გახდა: 1) ქვეყნების მცირე რაოდენობა, რომლებმაც მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს; 2) სპორტსმენების დაბალი დონე, რომელთა გამოშვებასაც თამაშებზე ეს ქვეყნები აპირებენ; 2) ძველი მიზეზები დოპინგ-კონტროლთან დაკავშირებით.

შედეგად, ყველა მიხვდა, რომ სპორტსმენთა ამგვარი შემადგენლობით ეს არ იქნება მძლავრი პასუხი დასავლეთისთვის, უფრო პირიქით – ეს იქნება სატირისა და დაცინვის საბაბი. ამიტომაც, ხალხი რომ არ გააცინონ, ტურნირს გადადებენ“.

თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ მეგობრობის თამაშები 15-29 სექტემბერს მოსკოვსა და ეკატერინბურგში გაიმართებოდა. პროგრამაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სპორტის 30 სახეობა.

მეგობრობის თამაშების გამო, ბევრმა რუსმა სპორტსმენმა თქვა უარი ნეიტრალურ სტატუსზე და პარიზის თამაშებში გამოსვლაზე, ასე რომ, 2024 წელს ისინი საერთაშორისო სტარტების გარეშე დარჩნენ.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати