USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა „ნაპოლის“ 80 მილიონი ევრო შესთავაზოს, ხოლო კვარაცხელიას წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს
дата:  549

ნეაპოლური გაზეთი Il Mattino „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე და შესაძლო ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პარიზელები მზად არიან „ნაპოლის“ 80 მილიონი ევრო შესთავაზონ, ხოლო კვარაცხელიას წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადონ. თუმცა, „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 80 მილიონის შეთავაზება ეცოტავება.

„აძურის“ ბოსის აზრით, კვარას ფასი ოსიმენის იდენტურია და ისიც 120-130 მილიონი ევრო ღირს. გარდა ამისა, „ნაპოლი“ ზაფხულში დიდი ალბათობით, ვიქტორ ოსიმენს დაკარგავს, ამიტომ არ სურს, რომ იმავე ზაფხულს კვარაცხელიაც დაკარგოს.

ამ მიზეზით, მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს. ხვიჩა სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო აურელიო დე ლაურენტისი მზადაა კვარას ხელფასი ბონუსების ჩათვლით გაუსამმაგოს.

წყაროს თანახმად, ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა წელიწადში 6 მილიონს ითხოვს, მაგრამ მხარეები, რომლებიც უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, უახლოეს მომავალში კიდევ ისაუბრებენ და ეცდებიან შეთანხმებას მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა. ქართველ ნახევარმცველს იტალიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати