USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
პარაძიუდოისტი ინა ქალდანი პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია
дата:  873

პარაძიუდოისტი ინა ქალდანი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალურ შეხვედრაში ის ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან ვაზარით დამარცხდა.

ქალდანმა ტოკიოში ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც მექსიკელ ლენია რუვალკაბა ალვარესს იპონით სძლია. ნახევარფინალში ინას მეტოქე პარალიმპიადის მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი კაძუსა ოგავა იყო, რომელიც ქალდანმა ასევე იპონით დაამარცხა.

ეს საქართველოსთვის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მეორე მედალია. მანამდე პარამოფარიკავემ ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати