USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
პაოლო ჯენტილონი - ევროზონის ეკონომიკა 2020 წელს ღრმა რეცესიაში ჩავარდება
Date:  1029

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება, რადგან „საკარანტინო ზომების გაუქმება ნაკლებად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საგაზაფხულო პროგნოზში იყო გათვალისწინებული“.

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი, პაოლო ჯენტილონის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული.

„ევროზონის ეკონომიკა 2020 წელს, საერთო ჯამში, სავარაუდოდ, 8.7%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 6.1 %-ით გაიზრდება.

ეკონომიკის აღდგენისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ გაურკვევლობით არის მოფენილი, რაც ძირითადად ეპიდემიოლოგიური სიტუაციიას გაურკვევლობას უკავშირდება“, - განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ.

აღსანიშავია, რომ მაისის დასაწყისში ევროკავშირის კომისია 2020 წელს ევროზონის ეკონომიკის 7,7 პროცენტიან შემცირებას, 2021 წლისთვის კი - 6,3 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way