პანთეონი არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ყველა ღმერთს. ძირითადად ეს არის ტაძარი, რომელიც არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ღმერთს, არამედ ყველას ერთად ემსახურება. ასეთი პანთეონი მთელ კასტას შეესატყვისებოდა თავისით. მაგალითად, თუ ეს იყო კასტა ქურუმების, მათ შეესაბამებოდა ძალიან მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მსაჯული ღმერთი, რომელიც ჩვენი მორიგე ღმერთი იყო: ბერძნებისთვის – ზევსი, რომაელებისთვის – იუპიტერი… თუ სამხედრო წოდების ღმერთები იყვნენ: ტორი, მარსი, არესი და ა.შ. ეს ტერმინი შემდგომში იქცა იმ აკლდამების აღსანიშნავად, სადაც ღმერთებივით პატივსაცემ ადამიანებს კრძალავდნენ.
ძველ საბერძნეთსა და რომში პანთეონებს ღმერთების სადიდებლად აშენებდნენ, ხოლო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ეს სახელი უკვე გამოჩენილ ადამიანთა სასაფლაოებს უწოდეს ლონდონში, პარიზში და სხვა ქალაქებში. დღესდღეობით მსოფლიოში არსებული 20 - მდე პანთეონიდან 5 მხოლოდ თბილისშია (მთაწმინდის, დიდუბის, საბურთალოს, მახათის და სომხური) და თითო-თითო ბათუმსა და ქუთაისში..

ცივილიზაციების შეფასების ერთ-ერთი საზომი გარდაცვლილებისადმი დამოკიდებულებაა. სასაფლაოები კი ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის გასაგებად - ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. მსოფლიოში ბევრი ცნობილი სასაფლაოა: ადამიანები განისვენებენ კატაკომბებში, მავზოლეუმებსა და პანთეონებში. არსებობს უბრალოდ ცნობილი სასაფლაოები, სადაც ბევრი გამოჩენილი ადამიანია დაკრძალული. ამ ნიშნით, საკრალურმა სივრცემ, რომელიც ტრადიციულად დაკრძალვისა და მიცვალებულებთან ურთიერთობისთვის გამოიყენება, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებასთან ერთად ეკონომიკური ფუნქციაც შეიძინა. თანამედროვე სამყაროში ცნობილი სასაფლაოები ტურისტულ ღირშესანიშნაობად ტრანსფორმირდა და მოგზაურთა მარშრუტების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. საქართველოში რამდენიმე ცნობილი სასაფლაოა და ყველას პანთეონი ჰქვია.
არსებობს ასევე ისეთი ცნობილი სასაფლაოები, როგორებიცაა არლინგტონის სასაფლაო აშშ-ში, სადაც სამხედროები არიან დაკრძალულნი; ცენტრალური სასაფლაო ვენაში; უძველესი ებრაული სასაფლაო პრაღაში; დაკიდული კუბოების სასაფლაო ფილიპინებში; "მხიარული სასაფლაო" რუმინეთში ირონიული ეპიტაფიებით და სასაფლაოები, სადაც ადამიანის დაკრძალვა ძალიან ძვირი ღირს.
პანთეონი გულისხმობს, რომ ნაციას ასეთი კაცი ჰყავს სულ რამდენიმე და არა 1000, არა 5000 და ა.შ. მაგალითად, საფრანგეთში მწერლებიდან პანთეონში დაკრძალეს ჰიუგო, დიუმა და ზოლა. იქ არ არის ბალზაკი, კორნელი, სტენდალი, მარსელ პრუსტი და ა.შ. ანუ ძალიან ცოტა უნდა იყოს.
ქართველთა თავისებურებიდან გამომდინარე მთაწმინდაზეც კი ჩვენ უფრო მეტი „უკვდავი“ გვყავს, ვიდრე ფრანგებს პანთეონში. სულ დაახლოებით 6400-მდე ადამიანი განისვენებს საქართველოს პანთეონებში.
1893 წლის აპრილში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" პირველი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი დაუკრძალავს შემდგომში პანთეონად გამოცხადებულ დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის სასაფლაოზე. პანთეონი ოფიციალურად 1915 წლის 26 მაისს დაუფუძნებიათ. იქ გამოჩენილ მოღვაწეთა და იმ ქველმოქმედთა ნეშტი დაიკრძალებოდა, ვისაც ეროვნული საქმისთვის სულ ცოტა, 10.000 მანეთი ექნებოდა შეწირული... საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1928 წლის 9 მაისს, თბილისის საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმმა რამდენიმე სასაფლაო, მათ შორის მთაწმინდისა და დიდუბისა, დახურა. 1938 წელს დიდუბის პანთეონის საერთოდ დახურვის განკარგულებაც გაუციათ, მაგრამ საზოგადოების აღშფოთების გამო ახალ შესაძლებლობათა გამონახვამდე"თავი შეუკავებიათ.
მთაწმინდის პანთეონი მოგვიანებით დაარსდა. მამადავითის ეკლესიის შემოგარენში პანთეონის დაარსების იდეა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში გაჩნდა და ოფიციალურად 1929 წელს გაიხსნა - იქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე. სხვადასხვა წლებში, დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს ვაჟა ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი...

საბურთალოს პანთეონი ძველი და ახალი პანთეონებისგან შედგება. ძველი 1970-იანი წლების დასაწყისში, ახალი კი 2002 წელს გაიხსნა.
160 წლის განმავლობაში შექმნილი თბილისის პანთეონები ზედმეტად გაივსო, რის გამოც 2016 წელს დედაქალაქის მერიამ მახათას მთაზე ახალი პანთეონის მოწყობა გადაწყვიტა და დღეს ეს პანთეონიც მოქმედია.
საყურადღებოა, რომ, მახათაზე პანთეონის გახსნის აზრი, „ცოცხალი“ კულტურის მოღვაწეების ნაწილისთვის მიუღებელი (ასე შორს არისო) აღმოჩნდა, მათ იდეა გააპროტესტეს და მერიას დიდუბის პანთეონის გაფართოების თხოვნით, ღია წერილით მიმართეს.
პანთეონი ყველა ქვეყანას აქვს, რათა გამოჩენილი მოღვაწეები დაკრძალოს, თუმცა პანთეონში ადამიანის დასვენების გადაწყვეტილებას მისი გარდაცვალებიდან 20-30 წლის შემდეგ იღებენ, როდესაც მისი სახელი საზოგადოებრივი აზრის გამოცდას უძლებს და საზოგადოებაში ერთგვარი კონსენსუსი ყალიბდება ამ საკითხის ირგვლივ. მაგალითად, საფრანგეთში, ალექსანდრე დიუმა პანთეონში 150 წლის შემდეგ გადაასვენეს.
საქართველოსთვის მთაწმინდის პანთეონიც მრავალი საუკუნის განმავლობაში საკმარისი იქნებოდა, თუ იქ მხოლოდ ის ადამიანები დაიკრძალებოდნენ, ვინც იმსახურებდა. უპრიანი იქნებოდა ვინც ვერ იმსახურებს მთაწმინდის პანთეონს, მათი საფლავები ნელ–ნელა სხვაგან გადაგვეტანა, ხოლო ყველა სხვა პანთეონებისთვის სახელი შეგვეცვალა, თუნდაც რაიმე სხვა განსაკუთრებული სტატუსი მიგვეცა, რომ გული არ დაგვეწყვიტა ეროვნული თავმოყვარეობისათვის. მსოფლიოში ცოტაა ერი რომელიც 50-ზე მეტი გენიოსით ამაყობს და ალბათ არც ჩვენთვის იქნება ძნელი ამ აზრთან შეგუება, მით უმეტეს, რომ ადამიანების დასაკრძალი ადგილის მიხედვით დიფერენცირება არც ადამიანური და არც რელიგიური თვალსაზრისით გამართლებული არ არის და ერთი ადამიანი მეორეს წინ არ უნდა დააყენო. მაგრამ რახან მსოფლიოს ტრადიცია მსგავს პანთეონებს უკვე მე-17 საუკუნიდან იცნობს, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი ამ მხრივ და კარგი იქნება დანარჩენ სამყაროს არა პანთეონების რაოდენებით, არამედ იქ დაკრძალული გენიოსების რიცხვით და ხარისხით თუ მივუახლოვდებით.
ბუნებრივია ამ წინადადების რეალიზებას, საზოგადოების თანხმობა და მაზაობა ჭირდება, რისთვისაც ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, მაგრამ დრო ალბათ ყველაზე ბრძენი შემოქმედია და თავის დროზე ამ პრობლემასაც თვითონ მოაგვარებს.

ბუნებრივია ჩვენ ვიცავთ დაუწერელ კანონს: de mortuis aut bene aut nihil (მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს) და არ დავიწყებთ აქ იმის გარჩევას თუ ვინ იმსახურებს და ვინ არა პანთეონში ადგილს, მაგრამ თუ საკუთარ ისტორიას არ გადავაფასებთ რეალურ ფაქტებზე და მოვლენებზე დაყრდნობით, მაშინ დიდი ალაბათობით კიდევ დიდხანს მოგვიწევს ყალბი და საბჭოთა პროპაგანდის ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული უახლოესი ისტორიით ტკბობა.
თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე შეიძლება ჩვენი მოსაზრება საკამათო იყოს, და კარგად გვესმის, რომ ამ საკითხზე ფრთხილად უნდა ვილაპარაკოთ მაგრამ ერთს მაინც ვიტყვით - მთაწმინდის პანთეონის ოფიციალური გახსნა, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავს დაამთხვია და მთაწმინდაზე მამადავითის ეკლესიის ეზო ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.
ასე „უკვდავყო“ საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში რუსი დიპლომატის გრიბედოვის სახელი, იმ გრიბოედოვის, რომლის ღვაწლი საქართველოს წინაშე დიდი კითხვის ქვეშ დგას და რომელიც ქართველთა „სიძის“ სტატუსით ხშირად საქართველოს წინააღმდეგ და მის არაკეთილმოსურნეთა საარგებლოდ იღწვოდა.
ასე რომ ხშირად პანთეონი მხოლოდ პანთეონი არ არის და ის პოლიტიკური პროპაგანდის იარაღადაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული.
სხვა ბევრი რამის თქმაც შეიძლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდებით:
de mortuis aut bene aut nihil - მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს.
გიორგი გურული
.jpg)
POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.
2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.
მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.
ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.
„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.
POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.
European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.
ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.
იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.
გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.
გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.
„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).
ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.
თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.
გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.
ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.
„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.
ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.
„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.
გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.
მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.