USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
პანდემიისას დაწყებული ბიზნესი – "სიტკბო" სამცხე–ჯავახეთიდან
თარიღი:  1103

„სიტკბო“ სხვადასხვა ნატურალური პროდუქტისა და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს.

საწარმო სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს და საშრობ სივრცეს, სამრეცხაოს, დასაფასოებელ და შესაფუთ სივრცეებს აერთიანებს.

პროდუქციის რეალიზება ახალციხესა და თბილისში ხდება, „სიტკბოს“ საფირმო მაღაზიებში ბრენდის პროდუქციის გარდა პარტნიორი კომპანიების ნაწარმიც იყიდება, ამას გარდა, „სიტკბო“ სასტუმროებთან და რესტორნებთანაც თანამშრომლობს.

კომპანია სხვადასხვა მიმართულებით ჯამში 7 ადამიანს ასაქმებს და გაფართოებასთან ერთად პერსონალის რაოდენობის გაზრდასაც აპირებს.

„სიტკბოს“ დამფუძნებელი ლექსო სუარიძე bm.ge-ს უყვება, რომ კომპანიის შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში გაუჩნდა, მაშინ, როდესაც მსოფლიოში სიტუაცია კრიზისული იყო და თავადაც შემოსავლის გარეშე დარჩა.

„ჩვენმა საქმემ პირველი დღეების ათვლა საკმაოდ რთულ პერიოდში დაიწყო, პანდემიამ ჩემი არსებული საქმიანობების გაბანკროტება და შემოსავლის გარეშე ჩემი დარჩენა გამოიწვია, „სიტკბომდე“ რამდენიმე საქმიანობის დაწყება ვცადე, რომლებმაც არ გაამართლა, ახალი საქმის იდეა მალევე გამიჩნდა, საჭირო პირველადი ინვესტიცია საბანკო სესხით განვახორციელე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია, საწარმო ჯერ პატარაა, თუმცა, განვითარებასთან ერთად, ყველა საჭირო ინვენტარს დავამატებთ და ევროსტანდარტის სრულიად აღჭურვილი საწარმო გვექნება“ - ამბობს „სიტკბოს“ დამფუძნებელი.

კომპანიას გეგმაში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც აქვს, რისთვისაც, ნიმუშები სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გააგზავნეს, ამას გარდა, „სიტკბო“ პროდუქტით ქსელურ მარკეტბშიც შევა და სარეალიზაციო ლოკაციებს ბათუმი და რუსთავიც შეემატება.

წყარო:bm.ge

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის