როგორც ჩანს პანდემიიის სამედიცინო ნაწილი მთავრდება და წინ ეკონომიკური და პოლიტიკური ბატალიები გველოდება.
დღეს პრემიერ მინისტ გიორგი გახარიას ჟურნალისტებთან საუბრისას, სწორედ პოლიტიკური თემაა იყო მთავარი
8 მარტის შეთანხმების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ვერც წარმომიდგენია, ვთვლი, რომ ეს არის უბრალოდ შეუძლებელი. - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემა, რაზეც 8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანმხდა და რითიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მმართველი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში, საერთოდ 8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა მიიღეს პირდაპირი მონაწილეობა, როგორც ფასილიტატორებმა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საერთოდ საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს შეთანხმდნენ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია ხარისხობრივი სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომლის ირგვლივაც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. პერსონალურად ჩემთვის პროპორციული სისტემა და პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული სისტემა, რომლითაც ჩვენ წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა. ამ შეთანხმების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ვერც წარმომიდგენია, ვთვლი, რომ ეს არის უბრალოდ შეუძლებელი”, - განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ის ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება, გახარიამ უპასუხა, რომ "ყველაფერი შეიძლება".
"ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი - შემოდგომას დაველოდოთ და წიწილები შემოდგომას დავითვალოთ
ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არჩილ თალაკვაძის განცხადების შეფასებას შეეხებოდა, რომლის თქმით, "ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს
მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს, ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 8 მარტის შეთანხმების კონტექსტში კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს უკავშირდებოდა.
„ვამბობთ, ვადასტურებთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, კონკრეტული სასამართლო პროცესები არის დასრულებული - ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი ან შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი თემები, სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო, ჩემთვის ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, შეუძლებელი.
ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც მსგავს განხილვებში შეეძლო შესულიყო, ან საერთოდ ამ განხილვებში მიეღო მონაწილეობა.
ასე რომ, ვთვლი, საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის და პოლიტიკური სპექტრის და პირველ რიგში პოლიტიკური გუნდის უდიდესი მიღწევა, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიზეზით, ჩემთვის პერსონალურად არის მიუღებელი.
რაც შეეხება ქვეყნის ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება. კონკრეტულ სამართლებრივ, კრიმინალურ საქმეებზე ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება - დადებითი ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა და ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და ამის შემდგომ ვიღაც აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არგამოშვება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება პოლიტიკურ პროცესზე იქონიოს ზეგავლენა, შეუძლებელია უბრალოდ.
თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, უბრალოდ დააკვირდნენ რას ამბობენ და როგორ ამბობენ,“- განაცხადა პრემიერმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/