USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
პანდემიამ ევროკავშირში კორუფციის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია
Date:  902

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ს ცნობით, პანდემიამ  ევროკავშირში კორუფციის გამწვავება გამოიწვია.

აღნიშნულ განცხადებას The Guardian-ი "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალეობის" გამოკითხვა, 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე  პერიოდში, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორუფცია განსაკუთრებით გახშირებულია ჯანდაცვის სექტორში.  

ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში, შესაბამისი მომსახურების მისაღებად ქრთამს მოსახლეობის 6% იხდის, ხოლო ევროკავშირში მაცხოვრებელთა 29%  პირად კავშირებს იყენებს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

მექრთამეობა ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მაღალია რუმინეთში (22%) და ბულგარეთში (19%), ხოლო პირად კავშირებს ყველაზე ხშირად ჩეხეთში (54%) და პორტუგალიაში (46%) იყენებენ. 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way