USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი - დაღუპულია სულ მცირე 232 პალესტინელი
дата:  564

შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 232 პალესტინელი დაიღუპა და 1 697 დაიჭრა, - ინფორმაციას CNN-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამედიცინო ჯგუფები მთელი ძალისხმევით მუშაობენ საოპერაციო ოთახებში და რეანიმაციულ განყოფილებებში ათობით მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადასარჩენად“, - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრო ჰუმანიტარულ და დახმარების ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იზრუნონ ღაზას სექტორის საავადმყოფოებისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1 104 ადამიანი დაიჭრა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.

 
Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати