USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
პაკისტანში აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა
თარიღი:  

პაკისტანში პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი.

შემთხვევა ბაჯაურის რაიონში მომხდა, სადაც პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლი (JUI) შეხვედრას ატარებდა.

პაკისტანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

დაშავებულების დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, პოლიციას აფეთქების მიზეზი ჯერ არ დაუდგენია.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა დიდი რაოდენობის გამო, მძიმედ დაშავებულთა ნაწილს კლინიკების დერეფნებში ლოდინი უწევს.

რაიონულ საავადმყოფოში ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლის რეგიონალური ლიდერი მაულანა ზიაულაცაა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის