USD 2.7166
EUR 3.1483
RUB 3.3710
თბილისი
პაატა ტოგონიძე - გლდანის ტბაზე, 3 ჰექტარზე სრულიად ახალ სივრცეს ვაწყობთ, რომელიც მომავალ წელს დასრულდება
თარიღი:  716

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, პაატა ტოგონიძეის განცხადებით გლდანის ტბის ტერიტორაზე პირსის მოწყობა იგეგმება.

„გლდანის ტბების მიმდებარედ, სადაც დიდ ტბასთან შრობა მიმდინარეობდა, რომელიც 1.3 მეტრ სიმაღლემდეა დასული, შევისყიდეთ პროექტი, რომლის შესაბამისადაც არსებობს ბოდორნა-ღრმაღელის დამაკავშირებელი წყალსადენი გვირაბი, რომელიც დაკავშირებულია თბილისის ზღვას და ჟინვალს შორის. პროექტის შესაბამისად დავერთდით ამ გვირაბზე და აგვისტოს ბოლოს დავიწყეთ ტბის შევსება, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის წყალია საჭირო, რომ ტბამ მიაღწიოს საჭირო ნიშნულზე და ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

რაც შეეხება მეორე პატარა ტბას, აქაც ახალი პარკის მოწყობაა დაწყებული. ტბის ირგვლივ 3 ჰექტარზე სრულიად ახალ სივრცეს ვაწყობთ, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. აქ იგეგმება მცირე ზომის პირსის მოწყობა - შესაძლებელი იქნება ტბაში შესვლაც. ეს მასშტაბი იძლევა იმის საშუალებას, რომ ტბაზე მცირე ზომის ტრანსპორტიც იყოს, როგორიც არის წყლის ველოსიპედი და ა.შ“- განაცხადა პაატა ტოგონიძემ.

შეგახსენებთ, რომ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები თბილისის მერიამ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ტერიტორიის შესწავლა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა გახდა მისი წყლით შევსება, რის გამოც, მან დაიწყო დაშრობა, რაც გლდანის მცხოვრებთათვის პრობლემას წარმოადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი წერილი შემოვიდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დაიგეგმა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება“, - განაცხადა მაშინ კახა კალაძემ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის