USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
პაატა სარია- გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი
дата:  1697
პირველ კლასში, როდესაც მკითხეს, თუ რომელ პროფესიას ვისურვებდი, ვუპასუხე, რომ იმ სკოლის დირექტორობა მინდოდა, სადაც ვსწავლობდი. დავიბადე და გავიზარდე წალენჯიხაში.ექიმობა 15-16 წლის ასაკში გადავწყვიტე. ოჯახში პირველი და ალბათ უკანასკნელი ექიმი ვარ.
 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1994 წელს დავამთავრე. წესით 1992 წელს უნდა დამემთავრებინა, რომ არა საბჭოთა ჯარში 2-წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური.
 
სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე საქართველოდან წამოვედი, რაც იმ უმძიმესმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცხოვრებამ გამოიწვია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში საქართველოში ბატონობდა.
 
ქართველი ახალგაზრდების მცირერიცხოვანი ჯგუფი, გერმანულენოვან შვეიცარიაში საერთაშორისო ახალგაზრდულ შეხვედრაზე აღმოვჩნდით, სადაც პირველად დავამყარე კონტაქტი შვეიცარიელ ექიმებთან. გერმანულ ენას ვფლობდი , რაც "სავიზიტო ბარათი" აღმოჩნდა კოლეგებთან ურთიერთობისას. მიწვეული ექიმის სტატუსით შემომთავაზეს პრაქტიკების გავლა შვეიცარიაში , რომელიც ინტერნაციონალური ფონდიდან თავად დააფინანსეს. ამ პერიოდში გერმანული ენის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე ბაზელის გოეთეს ინსტიტუტში.
 
პრაქტიკების გავლის დროს შემოთავაზება მივიღე, რომ ადგილზე გამევლო სპეციალიზაცია, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ქართული სამედიცინო დიპლომით ამის გაკეთება. ამიტომ მეან- გინეკოლოგიაში სპეციალიზაციის მიზნით, გერმანიაში ჩავედი შვეიცარიელი კოლეგების რეკომენდაციით. ეს ყველაფერიც დაკავშირებული იყო უდიდეს ბიუროკრატიასთნ, რომლის გადაჭრაშიც გერმანელმა კოლეგებმა დიდი წვლილი შეიტანეს. ასე აღმოვჩნდი გერმანიის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ასისტენტად (დასაწყისისთვის როგორც მოწვეული ექიმი). გერმანიაში მეან-გინეკოლოგია ქალთა ონკოლოგიასაც მოიცავს. აქ პროფესიული და პირადი ურთიერთობა გამოცდილ კოლეგებთან გიწევს, რომელთაც არ ეზარებათ საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, პირიქით უხარიათ და ეამაყებათ, როდესაც გასწავლიან.
 
ჩემი სპეციალიზაციის პერიოდი გერმანიაში 60 თვე გაგრძელდა და ორ სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკაში მომიწია მუშობა ; ამ პერიოდში ურთიერთობა მქონდა იმ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომელთაც სასწავლო ბლოკების ჩვენთან გავლა უწევდათ .
სპეციალიზაციის დასრულების შემდეგ (უმცროსი ექიმი შესაბამისი ანაზღაურებით), გერმანიაში წარმატებით ჩავაბარე მეან-გინეკოლოგიის გამოცდა და გავხდი სპეციალისტი (Facharzt). ასევე, ერთ-ერთ თავისუფალ უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დავიცავი ძუძუს კიბოს მიმართულებით და მივიღე გერმანული საექიმო აპრობაცია.
 
დორტმუნდის ერთ-ერთ საავადმყოფოში 8 წელი ვიმუშავე. ჯერ როგორც უფროსმა, შემდეგ კი წამყვანმა უფროსმა მეან-გინეკოლოგმა. 2015 წლიდან გადავედი კერძო სექტორში დამოუკიდებელ ექიმად; გადავიბარე დორტმუნდში ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კაბინეტი, სადაც ექიმად ვმუშაობ და ვასაქმებ რამდენიმე თანამშრომელს; ასევე ვაკეთებ გინეკოლოგიურ ოპერაციებს ხელშეკრულებით.
სამედიცინო მოღვაწეობის პარალელურად აკადემიურად შევისწავლე სამკურნალო პედაგოგიკა. ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ჰიპერაქტიურობა და კონცენტრაციის დეფიციტის სინდრომი ბავშვებში.
 
ქართულ მედიცინასთან ურთიერთობა კერძო კონტაქტებით და REDMED-ზე (ქართული სამედიცინო ინტერნეტ პორტალი) თანამშრომლობით შემოიფარგლება. სამწუხაროა, რომ საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება გამართული და ფუნქციონირებადი ჯანდაცვის სისტემის შექმნა, არ არის შესაბამისი ანაზღაურება სამედიცინო სფეროში( ისევე როგორც სხვა სფეროებში), რაც იწვევს ახალგაზრდა თაობის ქვეყნიდან გადინებას. ნიჰილიზმი და უპერსპექტივობა, უკან მიბრუნების გზას უკეტავს ახალგაზრდა თაობას. მათ მინდა ვურჩიო დაუღალავი შრომა და უცხო ენების შესწავლა. ხოლო ახალგაზრდა ექიმებს- პაციენტების სიყვარული.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати