USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
პაატა კვიჟინაძე - სალომე ზურაბიშვილს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები არის მავნებლური - ეს კანონი არის წარმატებული
дата:  718

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია არ აკეთებს პრეზიდენტის განცხადებებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები, რომ დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა, ეს კანონი [„დაგროვებითი პენსიის შესახებ“] არის წარმატებული - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საპენსიო ფონდთან დაკავშირებული ცვლილება „ძალიან მავნებლურია“.

როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, ცვლილებები არ ეხება ფონდის მართვას, უბრალოდ ორი საბჭოს ნაცვლად იქმნება ერთი საბჭო.

„სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია არ აკეთებს პრეზიდენტის განცხადებებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები, რომ დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა.

როცა ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, იყო ევროპული ვარიანტი. არცერთ ოპოზიციონერს მხარი არ დაუჭერია და ყოველთვის აკრიტიკებდნენ. ჩვენ ვართ ამ კანონზე პასუხისმგებლები. 6 წელი გავიდა და შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეთ. მთავარი, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს არის ის, რომ, ჩვენ არ ვეხებით მართვას”, - აღნიშნა კვიჟინაძემ.

ამასთან, მან განმარტა, რას ითვალისწინებს დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

„დღეის მდგომარეობით, არსებობს ორი საბჭო, ერთი არის საზედამხედველო საბჭო, მთავარი საბჭო, რომელიც მინისტრებითაა დაკომპლექტებული, მეტი მთავრობა რაღა უნდა იყოს, 4 კაციდან 3 მინისტრია?! - მეორე იყო საინვესტიციო საბჭო. ამ ცვლილებით, უქმდება ორივე საბჭო და იქნება ერთი საბჭო, რომ ერთმანეთის ფუნქციებში არ შევიდნენ. მინისტრები ამ საბჭოში აღარ იქნებიან და კომისია წარმოადგენს კანდიდატებს, როგორც აქამდე წარმოადგენდა. ახლა, რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არ არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის გადაწყვეტილება, რომლის მიზანი, როგორც ყოველთვის, არის დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა. რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, უფრო მეტი შანსია რომ მოიგონ. ამას აღარც მალავს, გამოდის და ამბობს, რომ ვარ ლიდერი და უნდა გავიმარჯვოთ. თუ მთავრობა კარგად მუშაობს, როგორ გაიმარჯვებს, უნდა გააშავოს მთავრობა. მას არ აქვს საფუძველი, რომ იფიქროს, რომ ეს ცვლილებები არის მავნებლური. არცერთ კანონზე, რომელზეც ბოლო პერიოდია საუბრობს, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, იმიტომ არის, რომ მოტივირებული შენიშვნებიც არ აქვს ხოლმე. ეს კანონი არის წარმატებული. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ლიდერი ვარ ოპოზიციისო, მე უნდა წაგიყვანოთო, აბა რას იტყვის? მთელი ეს პერიოდი უნდა ისაუბროს იმაზე, რა ცუდია კანონები, ხელისუფლება, სხვანაირად როგორ უნდა თქვას?!“, -განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპენსიო ფონდთან დაკავშირებული ცვლილება „ძალიან მავნებლურია“. მისივე თქმით,

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. “ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით,“საპენსიო სააგენტოს“ სახელი შეიცვლება დასახელებით - „საპენსიო ფონდი“. კანონის პროექტის თანახმად, იცვლება მმართველობითი სისტემა - კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად, ერთი ორგანო “მმართველობითი საბჭო“ იქმნება. პროექტის გათვალისწინებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭო არანაკლებ 9, მაქსიმუმ კი 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. 9 წევრის შემთხვევაში 1 თანამდებობრივი წევრია, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში - 2 თანამდებობრივი წევრი. ამავე კანონპროექტით განისაზღვრა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესი, აღნიშნულის განხორციელება „საპენსიო ფონდის“ საინვესტიციო კომიტეტს დაეკისრა, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ამავე მუხლში ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება მმართველობით საბჭოს დაექვემდებარა. კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, საპენსიო ფონდში თანხების გადანაწილება შესაძლებელი იქნება პროექტების ფინანსირებაზე; იზრდება ლიმიტებიც, მაგალითად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15%-იანი ლიმიტი, იზრდება 20%-მდე, ხოლო მაღალპროცენტიანი საინვესტიციო პორტფელი 25%-მდე. გარდა ამისა, იზრდება “საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати