USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
პაატა იმნაძე: ვირუსმა მუტაცია განიცადა და მეტად გადამდები გახდა
Date:  762

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა კორონავირუსთან დაკავშირებით. მისი  განცხადებით, კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რამაც ვირუსს უჯრედში შეღწევა გაუადვილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა.

მისივე თქმით, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, შეიძლება მას მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. იმის შემდეგ, რაც ბიზნეს-აქტივობები გაიხსნა, კორონა შემობრუნდა და ფართოდ გავრცელდა. თუ ჩვენ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს აბსოლუტური უმრავლესობა ვაგრძელებთ, მაშინ ეს მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება. თუ კორონავირუსთან კარგად მოქცევას არ გავაგრძელებთ, მაშინ უფრო ახლოს იქნება. ახალი მონაცემები გამოქვეყნდა და არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში ევროპაში წარმოიშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა. ეს შტამი ახლა ევროპიდან ჩინეთს შეუბრუნდა და მთლად კარგი მოვლენა არ არის, იმიტომ, რომ ვისაც კორონა გადატანილი აქვს ამ მუტაციის გარეშე, შეიძლება მას ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს. ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way