USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
პაატა იმნაძე: მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია
Date:  180

პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების დაგვიანების მიზეზი დოზების სათანადო რაოდენობის დეფიციტია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, COVAX-მა ვაქცინით დონორი ქვეყნების მომარაგება დაიწყო, საქართველო კი მხოლოდ თვითდაფინასებითაა უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, ქვეყანამ ყველა დაწესებული კრიტერიუმი შეუფერხებლად შეასრულა.

„მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია. პრაქტიკულად მხოლოდ ისრაელს აქვს მაღალი მოცვა, ბრიტანეთს აქვს დაახლოებით 30%, აშშ-ს 22%, ევროკავშირს საშუალოდ 7%. სამწუხაროდ, წარმოებამ ისე გაფართოება ვერ მოახერხა, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. ამან შექმნა მკვეთრი დეფიციტი, მათ შორის COVAX-პლატფორმაზეცCOVAX-მა დაიწყო პირველ რიგში იმ ქვეყნების მომარაგება, რომლებიც არიან დონორული დახმარებით, ისინი ძალიან შეღავათიან ფასებში იღებენ (ვაქცინას), განსხვავებით იმ ქვეყნების ჯგუფისაგან, რომელშიც ჩვენ შევდივართ, რომლებიც თვითდაფინანსებით არიან და ფულს იხდიან ამ ვაქცინებში. ყველა მოუთმენლად ველით, როდის მოახერხებს COVAX-ი ვაქცინების მოწოდებას. ამავე დროს გრძელდება პირდაპირი მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს საკმარისი დოზები“, - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე ასევე აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველო ჯანმოს მიერ აღიარებულ ვაქცინას ინდოეთიდან მიიღებს, რომელიც ამ პრეპარატების წარმოების მხრივ ლიდერია. მისივე თქმით, პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან და დასავლეთთანაც.

ჯანმო-ს მიერ აღიარებული, ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი არის ინდოეთი, საიდანაც ახლა ყველაზე მეტი შანსია ვაქცინების მიღების. ასევე მიდის გარკვეული მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთანაც და დასავლელ პარტნიორებთან. იყო ასეთი დაპირება მაგრამ სამწუხაროდ თვითონ ევროპის ქვეყნები ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის ვაქვინებს, რომ ჩვენც გვიწილადონ. ამჟამად ჩვენ ორი კომპანიისაგან ველოდებით მოწოდებას. რომელი რომელს დაასწრებს, ვერ გეტყვით. ჩვენ ორივეს მისაღებად მზად ვართ. სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება მათ, მაგრამ ორივეს მისაღებად და ვაქცინაციის სასწრაფოდ დასაწყებად ქვეყანა დიდი ხანია მზად არის“, - განამრტავს იმნაძე.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way