საქართველოში დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.
პირველი ადამიანი, ვინც საქართველოში აიცრა, პაატა იმნაძეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაქცინა ინფექციურ საავადმყოფოში ღია ეთერში გაიკეთა.