USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
თბილისი
პაატა იმნაძე - ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს - თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, დავრჩეთ სახლში!
თარიღი:  1021

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, დისტანცირება საჭიროა ოჯახშიც, არათუ გარეთ და თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ „ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ.“

„ნუ გავაკეთებთ ისე, რომ, რაც იყო დღემდე და მაქსიმალურად გავაჩერეთ ვირუსის გავრცელება წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. ეს არ ეხება მხოლოდ ეკლესიას, ოჯახებშიც ვრცელდება ვირუსი. მთელმა საქართველომ სტატისტიკა ზეპირად იცის, თითო ოჯახში 5-6 ავადმყოფია. გავიგოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც არის საჭირო, არათუ გარეთ. თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ, ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ თუ ვინმე ოჯახიდან უნდა გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე, იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისაგან. ასე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება. გაიგეთ ხალხო, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი. ეს ყველამ უნდა გავიგოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „მოამბეში“ .

მისივე თქმით, დღეში 30 პირის დაინფიცირება, რაც გუშინ დაფიქსირდა, სწორედ იმის გამო მოხდა, რომ "სახლში არ ვრჩებით".

"თუ საჭირო გახდა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ვნახოთ, როგორ გაიგებს ჩვენი მოსახლეობა მოწოდებას. დღეს ვუყურებდი მანქანები როგორ დადიოდა ქალაქში. მესმის, რომ აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, მაგრამ თუ ჩვენ ოჯახებში შევიკრიბებით, მოვაწყობთ სუფრას 5-6 კაციანს, შეიძლება, ხუთივე, ექვსივე ჩაწვეს. კარგად გამიგეთ, მოერიდეთ ამ ყველაფერს. მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს, ერთხელ ვთქვათ უარი იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, იგივე ეკლესია გადარჩეს - ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია!

ჩვენ ჩვენს საქმეს კიდევ გავაკეთებთ. თითოეულ შემთხვევას მივდევთ და იმიტომ ვაჩერებთ ასე და თქვენგან მეტი არაფერი გვინდა - დარჩით სახლში!", - განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება სწრაფი ტესტების შესახებ შეკითხვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ 300 შემთხვევა ფიქსირდება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ტესტი ასეულობით ადამიანს ჩაუტარდა.

"ნახეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში და ჩვენ სადამდე მოვიყვანეთ ქვეყანა ზუსტად ტესტერებებით და ვართ მშვიდად - 300 შემთხვევაა ქვეყანაში და 5 500 ადამიანია ტესტირებული. აბა ვის ვტესტავთ? მიზნობრივი ტესტირება მიდის, ესაა მთავარი და არა ის, რომ დადგე და ადამიანური რესურსიც და ტესტებიც დახარჯო და ყველას ჩაუტარო - იტესტება ის, ვინც საჭიროა, რომ გაიტესტოს. ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ადამიანების საქმეა, დარჩნენ სახლში. ესაა მათი მოვალეობა და ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ვიცით, ვინ გავტესტოთ", - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე შეფასებით, დღემდე დინამიკა იყო ისეთი, რომ მიგვეღო ნაკლები ადამიანის დანაკარგი, თუმცა სახლში დარჩენის რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, "მოგველის ის, რაც იყო იტალია".

„ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს - ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში.

ქვეყანაში არის ფართო შიდაგადაცემა დაწყებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრე ანუ, შეიძლება, იმ დღეს საერთოდ არაფერი ჰქონდეთ. როცა მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან და ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან, თუმცა არ ვიცით, ვინ არიან. ამიტომ ვამბობთ, რომ შიდა გადაცემა დაიწყო. გავიგოთ ეს! ჩვენს გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გაგხდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს!”, - განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, იმნაძის თქმით, „თუ ხალხს არ ესმის, როგორ მოიქცეს, იძულებული ხდებიან, ეს ურჩიონ ხელსუფლებას“.

“თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, სახლში დარჩით. მეტი გამოსავალი არ არის, თუ გვინდა, რომ ერი გადარჩეს. თუ გვინდა, რომ ეკლესია გადარჩეს - ეკლესიაში ნუ წახვალთ!“ - განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

თბილისი
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.