USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
პაატა იმნაძე - მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფებს, გამოდი სამსახურშიო - თუ ასე გააგრძელებენ, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ მათ
თარიღი:  1135

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ზოგიერთი დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გასვლას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იმნაძე განმარტავს, თუ დამსაქმებლები მსგავს ქმედებებს განაგრძობენ, ის მათ დაასახელებს.

„მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გამოდი სამსახურშიო. ჩვენ თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ ასე გააგრძელებენ თვითიოზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ“, - განაცხადა იმნაძემ.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის