USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
პაატა იმნაძე - გასულ წელს წითელას 24 შემთხვევა გვქონდა, წელს კი დაახლოებით 2-ჯერ მეტი გვაქვს
თარიღი:  720

ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა მოიმატოს - სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, მთელს ევროპაში წითელას შემთხვევებმა იმატა. ჩვენთანაც არის მატება, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან არ არის მომატებული. გასულ წელს წითელას 24 შემთხვევა გვქონდა, წელს კი დაახლოებით 2-ჯერ მეტი გვაქვს. სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს.

დაცვის ერთადერთი საშუალება არის აცრა. ბავშვი უნდა ავცრათ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით. 1 წლის ასაკში იცრება ბავშვი, შემდეგ 5 წლის ასაკში და მთელი ცხოვრება დაცულია. ვინც აცრილია მათთვის წითელა პრობლემა არ იქნება. ორჯერ აცრა 97-98%-ით იცავს.

ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა, მოიმატოს. ვაქცინა ქვეყანაშია, ამიტომ ვისაც გამოტოვებული აქვს აუცილებლად აიცრას, მათ შორის ეს ეხებათ ზრდასრულებსაც. წითელასთან ერთად წითურაზეც იცრებიან. პრაქტიკულად თითქმის უიშვიათესი გახდა წითურა, მაგრამ ორსულობისას წითურა ძალიან საშიშია, ამიტომ ორსულობამდე სასურველია აცრის ჩატარება.

რაც შეეხება ჩუტყვავილას, ჩუტყვავილას ჩვეულებრივი, ფონური ავადობა გვაქვს“,- აღნიშნავს იმნაძე.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის