USD 2.6932
EUR 3.2009
RUB 3.5273
თბილისი
პაატა ცაგარეიშვილი - “ფოთის ნავსადგურში დამატებითი სიმძლავრეების შექმნა დროში აცდენილია”
თარიღი:  1165

“ფოთის ნავსადგურში დამატებითი სიმძლავრეების შექმნა დროში აცდენილია”, - ამის შესახებ BM.GE-ის “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, ცენტრალური აზიის მიმართულებით არსებული პოტენციალი წლების წინ უნდა გამოგვეყენებინა, დღეს გაკეთებული გათვლები კი ცაგარეიშვილს არარეალურად მიაჩნია. ექსპერტი ასევე ეჭვობს, რომ 93 მილიონი დოლარით შესაძლებელია, იმ მასშტაბის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

“ის პროცესი, რასაც ერქვა ცენტრალური აზიიდან სატრანსპორტო დერეფნებით ტვირთნაკადების გადანაწილების პროცესი, უკვე დიდი ხანია დამთავრდა, დაახლოებით, 2015 წელს, რადგან ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა გარკვეული ინვესტიციები რუსეთის ნავსადგურებში ჩადეს. იქ ააშენეს სათანადო ინფრასტრუქტურა და მათი ტვირთნაკადები იმ სატრანსპორტო დერეფენებში გადანაწილდნენ; მათი აქეთ გადმორთვა იმ პირობებში, როცა გადამუშავების ტერმინალებია აშენებული, აბსოლუტურ სირთულეს წარმოადგენს. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ფოთის ნავსადგურში დამატებითი სიმძლავრეების შექმნა დროში აცდენილია. ეს კი იმიტომ, რომ ტვირთების გადანაწილების პროცესი ცენტრალურ აზიაში დასრულდა, ამ დროს კი ჩვენ შეგვყავს ახალი სიმძლავრეები“, - აცხადებს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის: Pace ჯგუფის დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც წინა კვირას გაიმართა, განაცხადა, რომ ცენტრალური აზიიდან მომავალი მშრალი ტვირთებისთვის საქართველო წარმოადგენს არა ძირითად, არამედ ალტერნატიულ საგზაო დერეფანს, რადგანაც არსებულ ვითარებაში ჩრდილოეთის რკინიგზა და ვოლგა-დონის არხი მთავარი დერეფანია. მისი თქმით, ცენტრალური აზიის მსხვილი მწარმოებლებისთვის საქართველოს და ფოთის პორტის დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგანაც ის მათ დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

ინფორმაციისთვის, ფოთში 93 მილიონიანი ახალი ნავმისადგომის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. პროექტის სათავეში „პეის ჯგუფი“ დგას. ახალი ნავმისადგომი 27 ჰექტარ ფართობზე შენდება და მისი სიგრძე - 260 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 13 მეტრს შეადგენს. ნავმისადგომის დახმარებით, ძირითადად, ცენტრალური აზიიდან წამოსული მშრალი/ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება მოხდება. პორტი კი, რომელიც 2021 წლის შემოდგომიდან ექსპლუატაციაში შევა, 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღებად შეეძლებს, რაც, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამ დროისთვის საქართველოს არცერთ პორტს შეუძლია.

ჯამურად კი წლის განმავლობაში ახალი ნამვისადგომით 6.5 მილიონი ტონა ტვირთების გადამუშავება მოხდება. პროექტის ჯამური ღირებულებიდან 50 მლნ დოლარის კონტრიბუცია აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კოპრორაცია (DFC)-ზე მოდის, ხოლო დარჩენილი 43 მლნ დოლარი Pace Group-ის თანამონაწილეობაა. DFC-ის თანხის დაბრუნებას კომპანია 15 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის