USD 2.8101
EUR 3.0082
RUB 3.3032
თბილისი
ოზურგეთში დვაბზუ - დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თარიღი:  
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის თანადაფინანსებით, დვაბზუ - დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
 სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ადგილობრივებს, სადაც მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
 
„განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში. ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც თანამოქალაქეებს მივეცით და დვაბზუ - დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 249 979 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 4 800 მეტრი სიგრძის გზა. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა
მსოფლიო
ირანის რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს - ისრაელი

ისრაელი მზადაა, ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, თუ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას გააგრძელებს, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გაერო-ში ირანის მისიის განცხადებას, რომ თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, განადგურების ომი დაიწყება.

“დღეს ირანი იმუქრება ისრაელის განადგურებით, თუ ისრაელი სრულად უპასუხებს “ჰეზბოლას” თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია: თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ ვიმოქმედებთ მის წინააღმდეგ მთელი ძალით, სანამ უსაფრთხოება არ აღდგება და მოსახლეობა საკუთარ სახლებში არ დაბრუნდება“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, „რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს“.

ცნობისთვის, ლიბანზე თავდასხმის შემთხვევაში ირანი ისრაელს „განადგურების ომით“ დაემუქრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განახორციელებს, დაიწყება განადგურების ომი. ყველა ვარიანტი, მათ შორის წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართვა, მაგიდაზეა“, - განაცხადა გაერო-ში ირანის წარმომადგენლობამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.