USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
ოზურგეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს „ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ
дата:  760

მოგამტვრევთ ფეხებს - ხმაური, ხელჩართული ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში.   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წევრები ერთამანეთს 40 წუთის განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს ხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალი მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაისურებით გამოჩნდნენ და საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ. თუმცა ოპოზიციონერ დეპუტატებს ერთი სიტყვაც არ ჰქონდათ ნათქვამი, როცა შენობაში ,,ქართული ოცნების" წევრები შეცვივდნენ.

საბოლოოდ ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ განზრახული აქვთ, საკრებულოს სხდომებს მანამდე არ დაესწრონ, სანამ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლისმ უფლებას არ მისცემს.

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იმან გამოიწვია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ოპოზიციის ამ განცხადებას მმართველი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ცდილობდნენ იგი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაეყვანათ.

დაპირისპირება დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. საბოლოდ ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„მთელმა საქართველომ ნახა გუშინდელი კადრები „ვივამედიდან“, თუ როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. საქართველოს რუსული მთავრობა კლავს პუტინის პირად პატიმარს. პროტესტის ნიშნად გვინდოდა სხდომის დატოვება, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნების“ საყოველთაო ისტერიკა. მთელი დასავლური სამყარო ამბობს, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ამ დროს კმაყოფილია რუსეთი. გუშინ გავიგეთ რომ სეპარატისტებიც კი მადლობას უხდიან „ქათულ ოცნებას“ იმისთვის, რომ პრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ.

 

 
 
 
 
Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати