USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
თარიღი:  1450

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, - ამის შესახებ აღნიშნულია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პარალელურად, მიმდინარეობს დაზარალებული მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი ნივთებით დახმარება.

„უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას სტიქიის ზონაში. სოფელ ნაგომარში დავიწყეთ საავტომობილო გზაზე დროებითი ხიდის მოწყობა. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და საპროექტო ჯგუფი. სტიქიამ ასევე პრობლემები შეუქმნა სოფელ ჯუმათში - ჭოკლაურის უბანს, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად დაზიანდა გზა და საცხოვრებელი სახლები. ამ წუთებში აქტიურად მუშაობს მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „სატისის,“ ტექნიკური ჯგუფიც, რათა უმოკლეს დროში აღვადგინოთ წყლის მიწოდება.

თანამოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ზიანის შეფასება - ეს არის ახლა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის