USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
ოზურგეთის მერიამ მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს საკუთარი საქათმეების, საღორეების და საძროხეების შეკეთება აუკრძალა
თარიღი:  2699

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ კარმიდამოებში ნებისმიერი საქმიანობის ჩატარება,მათ შორის,საქათმეების, საღორეების და საძროხეების შეკეთება სპეციალური ნებართვის გარეშე აეკრძალა .

მაგალითად, თუ სახლში გაქვს საქათმე („კარია“), სადაც თქვენი ქათამი ვერ ახერხებს   ასვლას და თქვენ გადაწყვითეთ კუსტარულად მოწყობილ ასასვლელს ერთი საფეხური დაამატოთ, თუ ამას ოზურგეთის მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვის გარეშე აკეთებთ, უმალ თქვენთან მოვლენ ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები და 1 ათასიდან 4 ათასამდე ლარით დაგაჯარიმებენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მცხოვრები ნაზიკო ჯაველიძე, ერთ-ერთია იმ ასეულობით მოქალაქეებიდან, რომლებიც მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, თითქოსდა უკანონო მშენებლობისათვის დააჯარიმა.

ქალბატონ ნაზიკოს, „გაუმართლა“ მას მხოლოდ ათასლარიანი ჯარიმა ხვდა წილად.

მოდით ვიკითხოთ, რას აკეთებდა ის საკუთარ საცხოვრებელ ეზოში,  სოფელ გაღმა დვაბზუს ერთ ერთ შუკაში სახლის უკან?

ნაზიკო ჯაველიძე „ოჯახური სასტუმროს“ მფლობელია, თანაც წარმატებული. მის სახლს სულ სტუმრები ყავს, დაწყებული უბრალო მოქალაქეებით, დასრულებული უცხოელებითა და ოფიციალური დელეგაციის წევრებით.

მისი საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ ავტოფარეხს, ქარმა მიმდინარე წელს სახურავი დაუზიანა, ქალბატონმა ნაზიკომ გადაწყვითა მისი შეკეთება და სახურავის რემონტი დაიწყო:

„სახურავის შეკეთება დაწყებული არ იყო და მოვარდნენ ვიღაცეები, სიმართლე გითხრათ ანტიტერორისტული ოპერაცია მეგონა, ვიფიქრე ალბათ ნაზიკომ არ იცის და ესებუა ისვენებს თქვა, მაგრამ მოგვიანებით გავარკვიე სახლის უკან არსებული „გარაჟის“ სახურავის შეკეთებაზე იყო საუბარი. იმ წამსვე ჯარიმა ამოუწერეს“ – იხსენებს ჯაველიძის მეზობელი „გურიის მოამბესთან“ საუბრისას.

ნაზიკო ჯაველიძე:“ინსპექციის უფროსმა, კიშინსკიმ მითხრა რომ საჩივარი იყო შემოსული-„რა ვქნა ძმაო , კანონია ასეთი რეაგირება უნდა მოვახდინოო“-  და გადამამისამართა თამაზ ლომჯარიასთან, ინფრასტრუქტურულ განყოფილებაში, ლომჯარიამ მითხრა თუ მქონდა კანონიერი საფუძველი რომ ავტოფარეხში სახურავი გამეკეთებინა , უნდა წარმომედგინა დოკუმენტაცია. წარვადგინე 2006 წლამდე არსებული ორთოფოტოები, უამრავი დოკუმენტი, სამი თუ ოთხი დღე მატარეს და ბოლო ბოლო დამაჯარიმეს 1000 ლარით.“ იხსენებს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მეწარმე.

ქალაქ ოზურგეთში მაცხოვრებელი ერთ ერთი ადამიანი ამ სამსახურმა იმიტომ დააჯარიმა 4 000 ლარით, რომ ის საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოს მესერს ცვლიდა, ხოლო ერთ ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი ასევე 4 ათასი ლარით დაჯარიმდა საკუთარ რესტორანში შუშის ჩასმის გამო.

განსაკუთრებით კატასტროფული ამბავი ოზურგეთის ყოფილ ვიცე მერს, ალეკო სურგულაძეს შეემთხვა, რომლის შემთხვევაში, პირადად კიშინსკის მხრიდან, ჩვენი ვერსიით, ადგილი ქრთამის გამოძალვას ჰქონდა.

ნაზიკო ჯაველიძისაგან განსხვავებით, ალეკო სურგულაძე ჩვენთან არ საუბრობს და კომენტარის გაკეთებაზეც უარს ამბობს, თუმცა, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, კიშინსკის უწყებამ მისი დაჯარიმება 4 000 ლარით მხოლოდდამხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ სურგულაძე სახლის გარეგანი დეკორისას ე.წ „ბრიზგი“ გამოიყენა.

როგორც გვეუბნებიან, დაჯარიმების პროცესში მან ვაჭრობა დაიწყო სუბიექტთან – „მე არ მომკვდარვარ, ცოცხალი ვარ ძმაო“ –  ეს კიშინსკის სიტყვებია . თუმცა ამ უკანასკნელმა ნებისმიერი სახის უკანონო კომუნიკაციაზე უარი მიიღო.

ასეთი მაგალითები ოზურგეთში ათობითაა, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სოფლებში, სადაც ინსპექცია ისე აჯარიმებს მოქალაქეებს, გაფრთხილებებს, რაც კანონით ევალებათ არ იყენებს, ან თუ იყენებს, მხოლოდ ფორმალურად, მაგალითად დღის 13 საათზე გააფრთხილებენ, 13 საათსა და 12 წუთზე დააჯარიმებენ.

არადა ადგილობრივმა მოსახლეობამ საერთოდ არ იცის ამ კანონისა და შესაბამისად მისი მიღების შედეგად გამოწვეული შეზღუდვების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლება კი მოქალაქეების ინფორმირებულობისათვის არაფერს არ აკეთებს.

თუმცა რადიკალურად საპირისპირო ქმედებას ვაწყდებით, , როცა საქმე ხელისუფლებასთან დაახლოებულ „ბიზნესმენებს“ ეხება.

ის, რომ გურიაში და კერძოდ ოზურგეთში ორი ცნობილი ბრენდი „ტეგეტა მოტორსი“ და „გორგია“ შემოდის , მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ…

ერთმაც და მეორემაც საკუთარი საქმიანობა კანონების უხეში დარღვევებით დაიწყეს, თუმცა კიშინსკის უწყება ამაზე ან თვალს ხუჭავს, ანაც, დიდი ალბათობით ამ თვალის დახუჭვაში პირად სარგებელს იღებს.

რომ დავაკონკრეტოთ, როცა დარღვევებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში ეს კომპანიები არ გვყავს, არამედ ისინი, ვისგანაც ეს ბრენდები იჯარით ფართს იღებენ.

მაგალითად „გორგია“ შედის ანასეულის ასახვევში, მეცნიერების ქუჩის პირველ ნომერში არსებულ ფართში, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტს , ზაზა მურვანიძეს ეკუთვნის. მურვანიძემ, რომელიც საქართველოდან გაქცეულია, რადგან მას პოლიცია ოჯახური ძალადობის ბრალდებით ეძებს, სანამ შენობას ამ ადგილზე ააშენებდა 30-ზე მეტი მრავალწლოვანი ფიჭვი მოჭრა და მშენებლობა ისე დაიწყო , ნებართვას არც დალოდებია.

კიშინსკის უწყება დუმს.  იქნებ იმიტომ , რომ ზაზა მურვანიძე საარჩევნო პერიოდში, თავის თანამოაზრეებთან ერთად „ქართული ოცნების“ „სამსახურშია.

უფრო კატასტროფული სიტუაციაა „ტეგეტა მოტორსის“ შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მფლობელი „რევა მოტორსია“,  რომლის 50% იანი წილი ილა კეჭაყმაძის ოკახს ეკუთვნის, თუმცა ამჯერად ცოლის ნაცვლად რეესტრში მისი ვაჟი რევაზ კეჭაყმაძე ფიგურირებს.

„რევა მოტორსმა“ მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ნებართვას არც დალოდებია, და აქვს თუ არა ახლაც ეს ნებართვა მერიიდან მიღებული,  უცნობია.

თუმცა საინტერესოა ერთი ფაქტი, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, მიწის  ნაკვეთს, სადაც „რევა მოტორსმა“ მშენებლობა განახორციელა, სტატუსი – სასოფლო სამეურნეო მიწიდან არასასოფლო სამეურნეოზე გადასვლა (რომლის გარეშეც მშენებლობის ნებართვას ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა)-მიმდინარე წლის 6 ივლისს შეეცვალა-არადა მშენებლობა გაცილებით ადრე დაიწყო.

თუმცა ამაზე კიშინსკის უწყება დუმს, რადგან ეშინია „მეჩეჩზე“ არ შეჯდეს – ილა კეჭაყმაძე ხომ სუსთან დაახლოებული პირია…

აქედან გამომდინარე მისი სამსახური ძირითადად უბრალო მოქალაქეების დაჯარიმებებზეა გადასული.

ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ამავე უწყების ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე მიმდინარე წლის სექტემბერში შეიქმნა.

„ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ და ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი მანდატით, თანამედროვე ტექნიკით და უნიფორმებით.

მუნიციპალური ინსპექცია – რეაგირების, მობილობის, მომსახურების, დარღვევების იდენტიფიცირების და ადმინისტრირების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტური იქნება“ ბრძანა რეფორმირებული სამსახურის პრეზენტაციისას, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მიმდინარე წლის 24 იანვარს ჩაბარებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გენადი კიშინსკი რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს სურამსა და თბილისში, ასევე ავტომობილს თვითონ და მისი მეუღლე, აქვს პისტოლეტი, არის „ვითი ბი“ ბანკის მომხმარებელი და სარგებლობს იპოთეკური სესხით.

თავიდან გენადი კიშინსკი – ზედამხედველობის სამსახურის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის განყოფილების უფროსი სპეციალისტი იყო.

მოგვიანებით ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მ/შ გახდა.

ცოტა უფრო გვიან კი ოზურგეთის მუნიციპალური მერიის ზედამხდველობის სამსახურის უფროსი.

მას მუდმივი დაპირისპირება ქონდა მის წინამორბედთან, შუქრი გაბრიჩიძესთან, და ამ უკანასკნელს ხშირად ემუქრებოდა ხოლმე.

ქონება – MITSUBISHI PAJERO – ღირებულება – 7 500 აშშ დოლარი

პისტოლეტი JERICHO 941 PSL  – ღირებულება – 1000 აშშ დოლარი

მიწის ნაკვეთი – , რაიონი ხაშური , დაბა სურამი , ბუღაურა, 640 კვ.მ; ღირებულება 3 500 აშშ დოლარი;

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, კრისტიან სტივენის ქუჩა, N 73, 500 კვ.მ – 115 000 აშშ დოლარი;

რაიონი ხაშური, დაბა სურამი , ბუღაურა, 168 კვ.მ – 3 000 აშშ დოლარი;

მეუღლე ნინო გაბუნია – ადმინისტრაციული სამსახური, საქმის წარმოების უფროსი სპეციალისტი

ქონება – მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES SMART 3 500 აშშ დოლარი

წყარო:http://guriismoambe.com

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.