USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ოთხვარსკვლავიანი გენერალი დევიდ პეტრეუსი - უკრაინელების კონტრშეტევა მალე გააკვირვებს კრიტიკოსებს
дата:  814
ოთხვარსკვლავიანი გენერალი დევიდ პეტრეუსი The Washington Post-ში აქვეყნებს ძალიან საინტერესო ანალიზს უკრაინის ომთან დაკავშირებით. მოკლე შინაარსი/განხილვა ასეთია:
იგი აღნიშნავს, რომ ომი სწორხაზოვნად არასდროს ვითარდება და თავდაცვაში მყოფებს ყოველთვის უპირატესობა აქვთ [გამოთქმაა: თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ესე იგი მახეში ხარ]. ის რომ აშშ-მ "უდაბნოს ქარიშხლის" დროს ერაყელთა თავდაცვის ზღუდე მალე გაარღვია, არანაირად არ ნიშნავს რომ უკრაინელებიც შეძლებდნენ ამას, მით უფრო იმ ლიმიტირებული შეიარაღების პირობებში, რომელიც უკრაინელებს აქვთ: ამერიკელებს სრული საჰაერო დომინაცია ჰქონდათ ცაში და მაინც 39 დღის განმავლობაში მოუწიათ ერაყელთა პოზიციების დაბომბვა, ხოლო უკრაინელებს, რომელთაც არ აქვთ ასეთი უპირატესობა, მაინც წარმატებას აღწევენ ფრონტის ხაზზე.
გენერალი აგრძელებს და ამბობს, რომ რუსებს ეს თავდაცვითი ოპერაცია ბევრად უკეთ გამოსდით, ვიდრე შეტევა ან თავდაცვაში ყოფნის სხვა შემთხვევები. ის ყურადღებას ამახვილებს ორ ფაქტზე: 1. ფრონტის ხაზი დანაღმული და კარგად ფორტიფიცირებულია; 2. რუსები ელასტიურ თავდაცვას მიმარტავენ - თუკი უკან დახევა უწევთ მერე კონტრშეტევას ცდილობენ დაკარგული პოზიციის დასაბრუნებლად, რაც უკრაინელთა შეტევის ტემპს აგდებს.
მაგრამ პეტრეუსი აღნიშნავს, რომ ეს ერთი შეხედვით გამოფიტვაზე ორიენტირებული ბრძოლა სინამდვილეში გარღვევისათვის ბრძოლაა - შეიძლება რუსები პოზიციებს დიდი ხნის განმავლობაში იცავდნენ, მაგრამ როგორც კი ერთი გარღვევა მოხდება რუსებს უკრაინელთა შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ, მით უფრო, რომ რუსებს თავდაცვის მეორე ხაზი კარგად არ აქვთ გამაგრებული და არც კარგად გაწვრთნილი რეზერვი დარჩათ მის დასაცავადო. ზოგადად, თავდაცვის ხაზის გარღვევა ნიშნავს, რომ თავდაცვაში მყოფებს უკან დასახევი და კარგად ფორტიფიცირებული ერთიანი კონსტრუქცია აღარ აქვთ, რის შემდეგაც სრულიად შესაძლებელია ფრონტის ხაზის სწრაფი ჩამოშლა.
ამასთან, გენერალი ამბობს, რომ შეტევა კიდევ ოთხი თვე მაინც გაგრძელდება და არ უნდა ველოდოთ ტემპის დაგდებას. მაგრამ იმ ფონზე, რომ უკრაინელებს უკეთესი მოტივაცია აქვთ, პეტრეუსი უკრაინული შეტევის კიდევ უფრო წარმატებით განვითარების შანსებზე მიანიშნებს.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати