USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ოთარ შამუგია: ღვინის ხარისხის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება
Date:  543

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა დაათვალიერეს, მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, ქართული ღვინის იმიჯი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება. გაზრდილი ექსპორტის პირობებში, ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შესაბამისად, საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, ძლიერდება ღვინის ლაბორატორიის შესაძლებლობები.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციები და რეფორმები განვახორციელეთ მეღვინეობა-მევენახეობის დარგში. შესაბამისად, გაიზარდა როგორც ვენახების ფართობი, ასევე ღვინის წარმოება, მზარდია ექსპორტის მაჩვენებლები, შეიქმნა ათეულობით ახალი თანამედროვე საწარმო. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ხარისხზე ზრუნვა და ჩვენ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. წელს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით - უკვე 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა საქართველოში წარმოებული და მომხმარებლისთვის მიწოდებული ღვინის სერტიფიცირება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ღვინის კონტროლის გაუმჯობესების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება - წარმატებული ღვინის ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს კვლევებს. ჩვენს სისტემაში არსებული ღვინის ლაბორატორია, ბოლო პერიოდში, აღიჭურვა დამატებითი თანამედროვე ტექნიკით. ლაბორატორია ემსახურება ჩვენს მეწარმეებს, ვითარდება და აკეთებს შესაბამის კვლევებს, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხის კონტროლისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, „ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია“ სხვადასხვა სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, ყურძნისა და ყურძნისეული პროდუქტების გამოცდას ახორციელებს.

„როგორც ლაბორატორიის დირექტორმა თინათინ ჯაჯანიძემ აღნიშნა, ხარისხის კონტროლის გაძლიერებისა და კვლევების საერთაშორისო დონეზე ჩატარების მიზნით, ლაბორატორია აღიჭურვა უახლესი ძვირადღირებული აპარატურით, რაც უზრუნველყოფს მძიმე მეტალებზე დიდი წარმადობით ანალიზის ჩატარებას, ასევე, სპირტების ანალიზის წარმადობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აქვს ავსტრიულ კომპანიასთან „Anton Paar“. საექსპერიმენტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ავსტრიულმა მხარემ ლაბორატორიას გადასცა ხელსაწყო, რომელიც დაახლოებით 1 წთ-ში საზღვრავს ღვინის და/ან ბადაგის ნიმუშის 15 ძირითად პარამეტრს. ასევე, ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხის იზოტოპის თანაფარდობის განსაზღვრა, რაც ზოგიერთი დიდი ბაზრის მქონე ქვეყნის მოთხოვნებს აკმაყოფილებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way