USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
ოთარ შამუგია - წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლნ ლარზე მეტი იქნება
Date:  808

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სენაკის მუნიციპალიტეტში შპს „ჯეონათის“ თხილის ბაღში თხილის მსხვილ მწარმოებლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, წელს ფერმერები თხილის რეალიზაციიდან მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს მიიღებენ.

„წელს ველოდებით უფრო მეტ მოსავალს, ვიდრე გასულ წელს იყო. რაც შეეხება ფასს, დაახლოებით, 30-40% მაღალია საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან - წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლნ ლარზე მეტი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეთხილეობის დარგის განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთი-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ფერმერების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს. ხელშეწყობა მოიცავს თხილის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს. თხილის კულტურის პირველადი წარმოების ხელშეწყობა პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ხორციელდება; საქართველოს მასშტაბით, 1.180 ჰა-ზე თხილის ბაღების გაშენება თანადაფინანსებულია. მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 604 ჰა-ზე. რაც შეეხება შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობას, თხილის ბაღების გაშენებისა და მოვლის მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 50 მლნ ლარის ღირებულების 927 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 13.9 მლნ ლარს აღემატება; მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში გაცემულია 12.8 მლნ ლარის ღირებულების 174 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3.7 მლნ ლარს აღემატება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შპს „ჯეონათსის“ დირექტორის, დავით ხუროძის განცხადებით, მათი კომპანია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს, ერთ-ერთი შეღავათიანი აგროკრედიტია.

„გასულ წელს გაფართოვდა მიმდინარე წლიური ხარჯების ზედა ზღვარი, რამაც მოგვცა საშუალება, რომ მსხვილ ფერმერებს გვესარგებლა ე.წ. სესხის პროცენტის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით. აღსანიშნავია, რომ მელიორაციის სამსახური ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენთან ყველა არხი გასუფთავებულია“, - აღნიშნა გიორგი ხუროძემ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე.

თხილის მწარმოებლებთან შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე იმყოფებოდნენ.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way