USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ოთარ გრიგოლია: „ქართველები უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ“
дата:  540

„ჩვენ, ქართველები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მინდა გამძლეობა ვუსურვო მებრძოლ უკრაინელ ხალხს და მებრძოლ ქართველ ხალხს.  დიდება უკრაინას!“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარულ სესიაზე  კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ონლაინ ჩართვის შემდეგ. სესიის მონაწილეებს ვიტალი კლიჩკომ და უკრაინის დელეგაციის წევრებმა მიმართეს.  

 

ოთარ გრიგოლიას განცხადებით, საქართველოს დელეგაცია კონგრესში, უკრაინის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. მისივე თქმით, აღსანიშნავია წევრი სახელმწიფოების ძლიერი და მტკიცე პოზიციები ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ, რაც პასუხად მოყვა ჩვენს კონტინენტზე გაჩაღებულ ომს.  

 „კონგრესმა უნდა გააგრძელოს ამ ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების მხარდაჭერა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ყველა საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს. მინდა ასევე აღვნიშნო აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების განგრძობადი ერთიანობა, შეუპოვრობა და თანმიმდევრული პოზიცია.   ჩვენ, ქართველებს ძალიან კარგად გვესმის აგრესიითა და ოკუპაციით, ცეცხლში გახვეული ქალაქებით, სამოქალაქო მსხვერპლით, იძულებითი დევნილობითა და ადამიანური ტანჯვით გამოწვეული ტკივილი. საქართველო უკვე დიდი ხანია განიცდის აგრესიას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც ყველა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევით ხორციელდება.“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.  

 ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ გაიხსენა 2019 წელი, როდესაც  საქართველო ევროპის საბჭოს რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან ერთად შეეწინააღმდეგა ორგანიზაციის წესებში ცვლილებებს, რომელმაც საშუალება მისცა რუსეთის ფედერაციას კვლავ დაბრუნებულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იმ პირობებში, როდესაც ის იყო ქვეყანა, რომელმაც ყირიმის ანექსია მოახდინა.

 პლენარული სესიის ამავე ნაწილში, საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა კონგრესის მიერ ერთსულოვნად მიღებულ დეკლარაციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის შესახებ. დეკლარაციაში მკაცრად არის დაგმობილი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. კონგრესი რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ და უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიასა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარებას, ასევე, გმობს მის მცდელობებს უკრაინის ხერსონის რეგიონის ასეთივე უკანონო ერთეულად გამოყოფის შესახებ. კონგრესი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრიანის წინააღმდეგ არის დემოკრატიის იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმა, რომელსაც იცავს და ავითარებს ევროპის საბჭო. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დემოკრატია, მრავალდონიანი მმართველობა და ადამიანის უფლებები ომზე ძლიერი ღირებულებებია; კონგრესი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ევროპისა და არამხოლოდ ევროპის ყველა ადგილობრივი და რეგიონული დონის თემს უკრაინის, მისი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ ურყევი სოლიდარობისკენ და მტკიცე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

 https://search.coe.int/congress/pages/result_details.aspx?objectid=0900001680a5ec3d

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати