USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ოთარ გრიგოლია - წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს მომავალში გაგრძელდება და გეგმის შესაბამისად იანვრის ბოლოს დასრულდება
Date:  

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტას გამოეხმაურა.

როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, სამუშაოები უახლოეს მომავალში გაგრძელდება და გეგმის შესაბამისად იანვრის ბოლოს დასრულდება.

ოთარ გრიგოლიას თქმით, წერეთლის გამზირის სამუშაოები არსებული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება.

„თბილისის მერიამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და როდესაც პროექტის დასრულების ვადები საფრთხის ქვეშ დადგა, მერიამ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ეს კომპანიები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ კიდეც. ამ დროისთვის, ალტერნატიული კომპანიების მოძიება უკვე დაწყებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ დათქმულ ვადებში - იანვრის ბოლოს პროექტი დასრულდება“- განაცხადა ოთარ გრიგოლია.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way