USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«Boston Herald» (აშშ): „დონალდ ტრამპის კომენტარები სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის კონგრესში გამოსვლასთან დაკავშირებით“
თარიღი:  588

აშშ-ის გაზეთი „ბოსტონ ჰერალდი“ (Boston Herald) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპის კომენტარები სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის კონგრესში გამოსვლასთან დაკავშირებით“ (ავტორი - ჯო დუინელი), რომელშიც შეკრებილია ყოფილი პრეზიდენტის კომენტარები მოქმედი პრეზიდენტის  მოხსენების მიმართ („ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“), რომლითაც ჯო ბაიდენი 7 მარტს კონგრესში გამოვიდა.

დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში (Truth Social) ონლაინ-რეჟიმით უკეთებდა კომენტარს ჯო ბაიდენის გამოსვლას“, - ნათქვამია სტატიაში, - თანაც იმდენი მსურველი იყო კომენტარების წაკითხვისა, რომ სოციალური ქსელი გადაიტვირთა და პერიოდულად ითიშებოდა.

პირველ რიგში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დემოკრატი ჯო ბაიდენის გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პრეზიდენტი მუდმივად ახველებდა და მარჯვენა ხელს პირზე იფარებდა. „არ ჩამოართვა ხელი არავის გამოსვლის შემდეგ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა (ალბათ, ვირუსები ექნებაო). მან ასევე ირონიული შენიშვნა გააკეტა იმაზეც, რომ ჯო ბაიდენს ხანდახან ენა ებმოდა: „ეჰ, ცუდად გაქვს საქმე, სიტყვებს ძლივ-ძლივობით ლაპარაკობ“.

ცალკე პოსტით გაუკეთა კომენტარი დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის განცხადებას ეკოლოგიურ პოლიტიკაზე: „სხვა ქვეყნები დასცინიან ჩვენს უგუნურებას. ჯო ბაიდენის „მწვანე თაღლითობა“ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს“.

დონალდ ტრამპმა იქვე პოსტად გამოაქვეყნა ჯო ბაიდენის ფოტოშოპი ვლადიმერ პუტინთან ერთად და მიაწერა: „მოწონებულია ვლადიმერ პუტინის მიერ“.  

დონალდ ტრამპმა უყურადღებოდ არ დატოვა ჯო ბაიდენის ნათქვამი განათლებისა მდგომარეობაზე: „ბაიდენი დიდ დროს უთმობს იდეოლოგიას, ვიდრე სტუდენტთა სწავლების მდგომარეობას“. რაც შეეხება კრიმინოგენურ მდგომარეობას, ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა: „ყველაზე უარესი დანაშაულებრივი ტალღა აშშ-ის ისტორიაში“.

ყოფილმა პრეზიდენტმა კომენტარი გაუკეთა საგარეოპოლიტიკურ სიტუაციას, განსაკუტრებით ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტს და ჯო ბაიდენის მოხსენების ეს ნაწილი ამგვარად შეაფასა: „სწორედ შენი პოლიტიკის გამო ნადგურდება ახლო აღმოსავლეთი“.

წყარო: https://www.bostonherald.com/2024/03/07/trumps-truth-social-struggling-during-state-of-union-address/

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის