"ნაპოლის" ცენტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, ჯუღელმა "პირველ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნიგერიელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებდა.
ამ ამბავს, რა თქმა უნდა, მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თითქმის ყველა იტალიური გამოცემა ჯუღელის სიტყვებს ციტირებდა და ვიქტორ ოსიმენმაც მას სოციალურ ქსელში უპასუხა.
ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო", - დაწერა ოსიმენმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე.