USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ორთაჭალის ქ. N90-ის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
дата:  603
კრწანისის რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ორთაჭალის ქ. N90-ის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კედელი N108 ბაგა-ბაღს ესაზღვრება და აღსაზრდელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდ. სამუშაოებს „ეი დი ეს ქონსთრაქშენი“ აწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 205 917 ლარს შეადგენს.
 
მიმდინარე სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ დაათვალიერეს.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати