USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«Corriere della Sera» (იტალია): „ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში გაჩენილ ბზარებს შორის: კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა“
თარიღი:  158

იტალიის გაზეთი „კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera) 4 იანვრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში ბზარებს შორის: კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა“ (ავტორი - პაოლო ვალენტინო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასული წლის ბოლოს თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას დაპირდა, რომ 2024 წელს რუს დამპყრობლებს „უკრაინელთა რისხვა დაატყდება“, მტერი განადგურებული იქნება და ომიც დასრულდება. არ შეიძლება არ გამოვხატოთ აღფრთოვანება კიეველი ლიდერის შეუპოვრობითა და მამაცობით, რომელიც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იბრძვის, თანაც ამას ამბობს რუსეთის არმიის მიერ კიევისა და სხვა ქალაქების მასირებული დაბომბვისა და ინტენსიური სარაკეტო შეტევის ფონზე. ვლადიმერ პუტინმაც, სხვათა შორის, თავის საახალწლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მასაც სურს ომის დასრულება, თუმცა, რა თქმა უნდა, თავისი პირობებით. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად ხუთი ძირითადი პრობლემა აქვს, რომელიც მან აუცილებლად უნდა მოაგვაროს.

  1. დასავლეთის სოლიდარობის შესუსტება

ევროსაბჭოს დეკემბრის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა - დაიწყო მოლაპარაკება უკრაინის ევროკავშირში მიღებისათვის. მაგრამ სინამდვილეში უკრაინის გამარჯვება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ნაბიჯმა დაჩრდილა, რომელმაც ვეტო დაადო კიევისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. რასაკვირველია, არსებობს გზები, თუ როგორ შეიძლება უნგრეთის ვეტოს გვერდი აუხვიო, მაგრამ ეს დიდ დროს მოითხოვს. ანალოგიური სიტუაციია შექმნილი აშშ-ის კონგრესშიც, რომლის მიერ (უფრო ზუსტად, რესპუბლიკელი კონგრესმენების ნეგატიური პოზიციების გამო) უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა ვერ მოხერხდა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეშფოთება აშკარად ჩანს, როცა იგი დასავლეთს მოუწოდებს დახმარების გასაგრძელებლად. მით უმეტეს, რომ ჰორიზონტზე დონალდ ტრამპის ავბედითი აჩრდილი მოჩანს.

  1. რეიტინგის დაცემა

კიევის სიციოლოგიის საერთაშორისო ინსიტუტის მიერ ჩატარებული შერჩევითი გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა მხოლოდ 54% დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის. „ეს სიგნალია, - ამბობს ვლადიმერ პანიოტო, ისტიტუტის დირექტორი, - იმისა, რომ ომისაგან გამოწვეული დაღლილობა ფრონტიდან ზურგში გადმოდის და მოსახლეობაზეც გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგიც მცირდება: შარშან ომის დაწყების დროს მისი პოპულარობა 90%-ს აჭარბებდა, ახლა კი 60%-მდეა დაცემული.

  1. რთული სამხედრო სიტუაცია

მოსახლეობის მზარდი პესიმიზმი პირდაპირ არის გამოწვეული კონტრშეტევის ჩაშლით - უკრაინელებს იმედები გაუცრუვდათ და გული გაუტყდათ. მოწინააღმდეგე მხარეების მიერ ომი ერთმანეთის გამოფიტვისაკენ არის მიმართული. ამ მხრივ რუსეთს შედარებით უფრო „კარგი“ პოზიციები აქვს - ვლადიმერ პუტინი უყოყმანოდ ყრის ათასობით რუს ჯარისკაცს სისხლიან ხორცსაკეპში. კიევში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელებს ძველებურად სჯერათ თავიანთი არმიისა, მაგრამ ნაკლებად ენდობიან ვოლოდიმირ ზელენსკის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უნარს, რომელიც ხშირად ერევა სტრატეგიულ არჩევანში და სამხედროების საქმიანობაში.

  1. ოპოზიციის გამოღვიძება

თანხმობა უკრაინის ხელისუფლებაში უკვე წარსულს ჩაბარდა. გასული წლის ნოემბერში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის უთანხმოება გაჩნდა. უკრაინული მასმედიის ცნობით, კონფიდენციალურად ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თუ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ორი „ზ“ (ზელენსკი და ზალუჟნი) ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მართალია, არჩევნების ჩატარება ნაკლებსავარაუდოა, რადგან უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ თვით ფაქტი ამ ორი ცნობილი ადამიანის კონფლიქტის თაობაზე მრავლისმეტყველია.

ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი მძიმეწონიანი ოპონენტი ჰყავს - კიევის მერი ვიტალი კლიჩკო,  ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი კრივში, რომელმაც ამას წინათ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „დაშვებული შეცდომების ფასს მწარედ გადაიხდის“.

  1. პუტინის ფაქტორი

ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი რუსი სეხნიისა და კოლეგის - ვლადიმერ პუტინის ჯიუტობასა და გაძლიერებას უნდა შეეგუოს. კრემლის ბინადარი ისეთი ტახტშერყეული აღარ არის, როგორიც „ვაგნერელთა“ ამბოხების დროს იყო. ამჟამად რუსი დიქტატორი თავს ძველებურად მტკიცედ გრძნობს - მზარდი ეკონომიკით და ფრონტზე არსებული მეტ-ნაკლებად მომგებიანი სამხედრო სიტუაციით. მან უკვე გაგზავნა რუსი მამაკაცების მთელი თაობა სასაკლაოზე, მაგრამ მსხვერლის რაოდენობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დემოკრატია რუსეთში დათრგუნულია. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს 2024 წლის მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ფორმალურად „მეფობის“ ვადას კიდევ ექვსი წლით გაგრძელებენ. კრემლელი დიქტატორის თქმით, მას ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება სურს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დასავლეთი და უკრაინა რუსეთის მოთხოვნებს შეასრულებს.

წყარო: https://www.corriere.it/esteri/24_gennaio_03/zelensky-problemi-ucraina-bf65c136-a9a8-11ee-a408-f95cc646ef40.shtml?refresh_ce

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.