USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Тбилиси
World Military - ინდოეთმა დაკარგა მინიმუმ 4 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 2 Rafale ან Mirage-2000, 1 Su-30 და ერთიც Mig-29
дата:  1097
გუშინ ინდეოთის შეიარაღებულმა ძალებმა, რამდენიმე მძიმე შეცდომა დაუშვეს, რაც საჰაერო ძალებს, ავიაციაში დიდ დანაკარგებად დაუჯდა.
პირველი, ის, რომ ოპერაციის დაწყებამდე დაახლოებით 25 წუთით ადრე, ინდოეთის არმიის ოფიციალურ X-ზე დაანონსეს "დარტყმებისთვის მზადყოფნა", რითაც პაკისტანის საჰაერო ძალებს, მისცეს დიდი დრო მოსამზადებლად და ე.წ. ჩასაფრებების მოსაწყობად ინდოეთის საჰაერო ძალების მრავალფუნქციური გამანადგურებლებისთვის.
 
მეორე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კომპლექსური, სარაკეტო და საჰაერ დარტყმები განახორციელა ზედ სასაზღვრო ზოლზე მდებარე პაკისტანურ დასახლებებში, სადაც ინდოეთის თქმით განლაგებული იყო ტერორისტთა ბანაკები, მაგრამ დარტყმებისას, შორმანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების და საჰაერო ბაზირების ფრანგული Scalp-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გარდა, ასევე გამოყენებულ იქნა AASM-250-ის(ფრანგული) ტიპის მართვადი ავიაბომბები, რომელთა მოქმედების მანძილი, დაახლოებით 40-70 კმ-ია.
 
სწორედ AASM-250-ების გამოყენებამ, ინდოეთის საჰაერო ძალების ძვირადღირებული გამანადგურებლები იძულებული გახადა მიახლოვებოდნენ პაკისტანის საჰაერო სივრცეს იმ მანძილზე, საიდანაც პაკისტანის საჰაერო ძალების JF-17 Block III-ის და J-10-ის(ჩინური) ტიპის მრავალფუნქციურმა გამანადგურებლებმა, რომლებიც აღჭურვლნი არიან ASEA რადარებით და PL-15-ის ტიპის, ჩინური 200 კმ-ზე მოქმედი აქტიური რადიულოკაციური დამიზნების მქონე ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებით, შეძლეს ინდური ბორტების ჩამოგდება.
 
ჯერჯერობით, გავრცელებული კადრებიდან, რისი თქმაც შეგვიძლია, ინდოეთმა დაკარგა მინიმუმ 4 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 2 Rafale ან Mirage-2000, 1 Su-30 და ერთიც Mig-29.
 
პაკისტანის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს 5 ინდური საბრძოლო თვითმფრინავი და კიდევ 5 სხვადასხვა ტიპის დრონი.
мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати