USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ რეგულაციებს, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ
дата:  325

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან ვეღარ მიიღებენ იმ სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლიანი ნაბიჯია, რომელმაც თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოს.

„დაწესებული წესების მიზანმიმართულ დარღვევას, გარდა იმისა, რომ უმკაცრესი დასჯა მოყვება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებით და მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ეს არის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩენი მოქალაქეის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა.“,- განაცხადა გახარიამ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати