USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
«Foreign affairs» (აშშ): „ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის „უწმინდური ალიანსი“: რატომ ვერ შეძლებს დასავლეთი რუსეთსა და ჩინეთს შორის განხეთქილების ჩამოგდებას“
дата:  494

ამერიკული ჟურნალი „ფორინ ეფეარსი“ (Foreign affairs) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის უწმინდური ალიანსი: რატომ ვერ შეძლებს დასავლეთი რუსეთსა და ჩინეთს შორის განხეთქილების ჩამოგდებას“ (ავტორი - ალექსანდრე გაბუევი, რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, აშშ კარნეგის ფონდის ბერლინის ცენტრის დირექტორი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

სულ რაღაც ათი წლის წინათ ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკების უმრავლესობა აგდებულად უყურებდნენ ჩინეთ-რუსეთს შორის ჩასახულუ პარტნიორობის გრძელვადიან ხასიათს. დასავლურ დედაქალაქებში ითვლებოდა, რომ პეკინისა და მოსკოვის ახლო ურთიერთობა მოჩვენებითია და აუცილებლად ჩაიშლება, რადგანაც ორი ევრაზიული გიგანტის კავშირები ყოველთვის ასიმეტრიულია ჩინეთის სასარგებლოდ. გარდა ამისა, რუსეთსა და ჩინეთს შორის შენარჩუნებულია უნდობლობა რიგ საკითხებში, არსებობს ისტორიული სადაო პრობლემები, ისინი ერთმანეთთან კულტურის სფეროშიც დისტანცირებულნი არიან - როგორც საზოგადოებები, ისე ელიტები. ევროპელებს მიაჩნდათ, რომ როგორც არ უნდა ეცადოს ვლადიმერ პუტინი ჩინელი კოლეგის გულისხმიერი დამოკიდებულების გამოვლენას კრემლისადმი, მაინც არაფერი გამოუვა, რადგან ჩინეთი ყოველთვის უფრო მეტი სიმპათიით იქნება განწყობილი წყნარი ოკეანის მიღმა მდებარე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიმართ. პეკინს მოსკოვთან მხოლოდ სიმბოლური ურთიერთობა აქვს, კრემლს ჩინეთის გაძლიერებისა ეშინია და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და ჩინეთის პოზიციები აშკარად ერთმანეთთან დაახლოვდნენ, ვაშინგტონელი სამთავრობო ჩინოვნიკები თვლიან, რომ პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობას „ანგარიშიანი ქორწინების სახე აქვს“: „მე დარწმუნებული არა ვარ, რომ მათი ურთიერთობა თანასწორუფლებიან დონეზე განვითარდება. რუსეთი ჩინეთისათვის უმცროს პარტნიორად ითვლება“, - ასე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კონგრესმენებთან შეხვედრისას 2023 წლის მარტში, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის ფონზე.

და მაინც, ეს სკეპტიციზმი არ ითვალისწინებს დასავლეთისთვის მნიშვნელოვან და იმავდროულად არასასიამოვნო რეალობას: ჩინეთი და მოსკოვი დღეს უფრო მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, ვიდრე ოდესმე, თვით 1950-იან წლებთან შედარებითაც კი. მათი დაახლოების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო, მაგრამ ახალი იმპულსი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ცისქვეშეთი ცდილობდა მომლოდინე პოზიციის დაკავებას, სხვადასხვა მრავალი მონაცემი ადასტურებს, რომ უკრაინის ომიდან დაწყებული ორი წლის განმავლობაში ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უფრო განმტკიცდა. პეკინმა და მოსკოვმა გააფართოვეს ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, აგრეთვე შესამჩნევად დააუახლოვდნენ ერთმანეთს უსაფრთხოების სფეროში, გაღრმავდა სამხედრო თანამშრომლობა.

ევრაზიის კონტინენტის ორ დიდ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობა აისახება რუსეთში ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვებშიც, მათ შორის კარნეგის ფონდისა და „ლევადა-ცენტრის“ („უცხოეთის აგენტის“) მიერ ერთობლივად განხორციელებულშიც: 2023 წლის ბოლოს რუსების 85% ჩინეთს დადებითად აღიქვამდა, ხოლო 6% - უარყოფითად. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ სურთ მათმა შვილებმა ჩინური ენა შეისწავლონ.

ეს ყველაფერი ბევრად არის განპირობებული რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების -  ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეგნებული ძალისხმევით, თუმცა ასევე იმითაც, რომ ის არის გვერდითი მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია განხეთიქლების ზრდასთან ერთი მხრივ - დასავლეთს, ხოლო მეორე მხრივ - ჩინეთ-რუსეთს შორის.

შესაბამისად, დასავლეთმა უარი უნდა თქვას თავის წარუმატებელ მცდელობებზე „სოლი ჩაასოს“ მოსკოვ-პეკინს შორის. ამის ნაცვლად ის მოემზადოს ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ორ ბირთვულ სახელმწიფოსთან.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა ჩინეთთან ურთიერთობას „ჰენრი კისინჯერის საწინააღმდეგო პროცესის“ მიხედვით განიხილავდა. იმ დროს, როცა 1970-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი კომუნისტურ ჩინეთთან დაახლოებისაკენ ისწრაფვოდა, დღეს  აშშ-ის ოფიციალური პირები არც პეკინის და მით უმეტეს, არც მოსკოვის მიმართ არ არიან კეთილად განწყობილნი. ვაშინგტონი და ბრიუსელი მოსკოვისა და პეკინის ერთმანეთისაგან დისტანცირებას ცდილობს, მაგრამ მათი ასეთი მოქმედება მხოლოდ სასურველის სინამდვილედ წარმოჩენას წარმოადგენს.

წყარო: https://www.foreignaffairs.com/china/putin-and-xis-unholy-alliance

 

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати