ორგანიზაცია Gorbi-ს წინასაარჩევნო კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას თუკი არჩევანი შემდეგ პარტიებს შორის უნდა გაგეკეთებინათ?“ გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 56.3%
„ნაციონალური მოძრაობა“ - 11.9%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 7.1%
„ევროპული საქართველო“ - 4.8%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.5%
„ლეიბორისტული პარტია“ 3.3%
„ლელო“ - 2.9%
„გირჩი“ - 2.7%
„დემოკრატიული პარტია“ - 1,7%
„სხვა პარტიები“ - 1,3%
„ყველას გადავხაზავ“ - 4,5%
გამოკითხვა აგვისტოში, ალოკაციის პრინციპით ჩატარდა. გამოკითხვა ოთხ ენაზე - ქართულზე, რუსულზე, აზერბაიჯანულსა და სომხურზე მიმდინარეობდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.