USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
Forbes-მა მილიარდერთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
дата:  1206

ზედიზედ ოთხი წელია პირველ ადგილს კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. მისმა ქონებამ 177 მილიარდ დოლარს მიაღწია. მისი შემოსავალი 2020 წელს 64 მილიარდით გაიზარდა. 

მეორე ადგილი Tesla-ს და SpaceX-ის თავკაცმა, ილონ მასკმა დაიკავა. მისი ქონება 151 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მასკი მილიარდერთა სიაში მხოლოდ 31-ე იყო. მისი ქონება 25 მილიარდს შეადგენდა. მასკის აქტივების ღირებულების ზრდის ძირითადი მიზეზი ტესლას საფონდო კვოტირების რვაჯერადი ზრდა გახდა.

რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა Louis Vuitton Moët Hennessy-ის კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტმა ბერნარდ არნომ. ფრანგის ქონება 150 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მეხუთე ადგილს, 124 მილიარდი დოლარით, ბილ გეიტსი იკავებს. მას Facebook- ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მოყვება, რომლის ქონებაც 97 მილიარდ დოლარს უტოლდება.

საინტერესოა, რომ რეიტინგის მონაწილეების საერთო ფინანსური მდგომარეობა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 64% -ით გაიზარდა და მოგებამ 13 ტრილიონ დოლარზე მეტს მიაღწია. მილიარდერთა სია გასულ წელს 660-ით გაიზარდა.

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати