USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
Tbilisi
Forbes-ესპანეთმა მსოფლიოს 7 შთამბეჭდავ ტურისტულ ადგილს შორის ვარძია დაასახელა
Date:  1190
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფოროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილი: "ფორბსის მიერ ვარძიის აღიარება კორონავირუსის პირობებში არის ერთერთი ძალიან დიდი წარმატება"
 
Forbes ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც Covid-19-ის პირობებშიც შესაძლებელია.
 
პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს.
"ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ -ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით.
 300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული ქვაში და 28 მარანი მათი თიხის ქოთნებით. გარდა ამისა, მისი გალერეების შესწავლისას შესაძლებელია მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის თამარის პორტრეტის პოვნა, რომელიც დაკავშირებულია ვარძიის მონასტრის ისტორიასთან. “ - აღნიშნულია სტატიაში. Forbes-ის ესპანური გამოცემა მკითხველს ვარძიაში მოსახვედრად საქართველოში არსებულ კოვიდშეზღუდვებს აცნობს და წერს, რომ საჭიროა სრული ვაქცინაციის საბუთი და უარყოფითი PCR ტესტი.
 
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრიდან მარტამდე, მსოფლიოში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 180 მილიონით ნაკლები საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ეს მონაცემები ადასტურებს Covid 19-ის შედეგს, რამაც 2020 წელი მსოფლიოს ინდუსტრიისათვის ყველაზე უარესი წელი გახადა - საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 73%-ით შემცირდა.
 
 “მსოფლიო პანდემიის პირობებში მაშინ როდესაც ყველა ტურისტული ქვეყანა აქტიურად ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს ამა თუ იმ მიმართულების და ძალიან დიდია კონკურენცია, ფორბსის მიერ შვიდეუში საქართველოს და კონკრეტულად ვარძიის აღიარება, არის ერთერთი ძალიან დიდი წარმატება და სასიხარულო ამბავი,იმდენად რამდენადაც ეს კიდევ ერთხელ შეგვიწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ნიშა შევინარჩუნოთ და პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ძალიან მინიშვნელოვანი და წამყვანი ტურისტული მიმართულებისა თუ პროდუქტების”- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფოროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
 
“მსოფლიო პანდემიის პირობებში მაშინ როდესაც ყველა ტურისტული ქვეყანა აქტიურად ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს ამა თუ იმ მიმართულების და ძალიან დიდია კონკურენცია, ფორბსის მიერ შვიდეუში საქართველოს და კონკრეტულად ვარძიის აღიარება, არის ერთერთი ძალიან დიდი წარმატება და სასიხარულო ამბავი,იმდენად რამდენადაც ეს კიდევ ერთხელ შეგვიწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ნიშა შევინარჩუნოთ და პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ძალიან მინიშვნელოვანი და წამყვანი ტურისტული მიმართულებისა თუ პროდუქტების”- განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
 
World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way