USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
«Forbes» (აშშ): „სასტუმრო „სტამბა“ თბილისის „ბუტიკ“-სასტუმროების ტრენდულ სახეს განსაზღვრავს“
Date:  2122

ამერიკულ „ფორბსში“ (Forbes) რუბრიკით „მოგზაურობა და ცხოვრების სტილი“  გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სასტუმრო „სტამბა“ თბილისის „ბუტიკ“-სასტუმროების ტრენდულ სახეს განსაზღვრავს“ (ავტორი - ლორენ მოუერი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ულტრამოდური სასტუმროს - „სტამბის“ დიზაინი და მომსახურების სერვისი.

„ათი წლის წინ თბილისში ძნელად თუ იპოვიდით საშუალოსტატიკურ უცხოელ ტურისტს. მართალია, ისინი ამჟამადაც არ წარმოადგენენ მეინსტრიმულს, მაგრამ ისეთი მცოდნე მოგზაურებისათვის, რომლებსაც უყვართ საჭმელები, ღვინო და დიზაინი, საქართველო დღეს „სწორედ ის ადგილია, სადაც 2024 წელს უნდა იმოგზაურონ“, - ნათქვამია სტატიაში.

თბილისი ტურისტების რაოდენობით ლიდერობს. დღეს საქართველოს დედაქალაქს შეუძლია თავი მოიწონოს ისეთი ფეშენებელური ობიექტებით, რომლებშიც „სიცოცხლე სჩქებს“. მათ შორის არის ბუტიკ-სასტუმრო „სტამბაც“, რომელმაც ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი ამგვარ ტენდენციას. „სტამბა“შედარებით უფრო ძველი სასტუმროს - Rooms Hotel Tbilisi-ს  თანამედროვე მაღალი კლასის მემკვიდრეს წარმოადგენს, რომელიც განთავსებულია 1930-იან წლებში აგებულ შენობაში და რომელსაც ოდესღაც ცნობილი სახელისუფლო-პარტიული გამომცემლობა ფლობდა.

ისტორიული ფონი სასტუმროს განსაკუთრებულ ვიზუალურ ხიბლს მატებს, რომელსაც ემატება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა ცენტრალურ ატრიუმში დარგული ხეები, ნომრების ეგზოტიკური გაფორმება და სხვა. სასტუმრო, რომლის კაფეები საოცარი ბროლის ჭაღიტაა დამშვენებული, პოპულარული ღირსშესანიშნაობად იქცა როგორც უცხოელი მოგზაურებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახეობისთვისაც“, - წერს ავტორი, - „სასტუმროს კაფეებში შეხვდებით ცნობილ მოდელებს, გავლენიან პირებს და შეძლებულ რუსებს... დღისით კაფეებში იკრიბებიან ამერიკელები და მდიდარი „ციფრული მომთაბარეები“, ღამით კი ადგილობრივი მცხოვრებლები“.

„სასტუმრო „სტამბა“ წარმოადგენს გაეროს მიერ შემუშავებული პროგრამის 17 მიზნის განხორციელებას მდგრადი განვითარების სფეროში, რომელიც, სხვა მომენტებთან ერთად, მოიცავს ყოფილი საბჭოთა გამომცემლობის პროფილის შეცვლას ორიგინალური სტრუქტურის, ფასადისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე დეტალების შენარჩუნებით. სასტუმროში განთავსებულია ფერმა - პირველად საქართველოში - რომელშიც მოჰყავთ ბოსტნეული და სხვადხვა კულტურები.

„სტამბა“ მდებარეობს თბილისის ყველაზე ცნობილ რუსთაველის გამზირზე, სადაც სხვადასხვა ეპოქის შენობები გვერდი-გვერდ დგანან - მე-19 საუკუნეში აგებულ სახლებს ზემოდან თანამედროვე სტილით აშენებულები დაჰყურებენ. „სტამბის“ ახლოს მდებარეობენ დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, პარლამენტი... „სტამბას“ მართავს დიდი მიზნების მქონე „აჭარა-ჯგუფი“ (Adjara Group), რომელმაც თბილისის ვერისუბანი ამბიციურად გარდაქმნა გასტრონომიის, რესტორნების, მოდებისა და ხელოვნების ცენტრად. „სტამბიდან“ გამოსვლისას ყველა მიმართულებით დაინახავთ ნატურალური ღვინის მაღაზიებს, ტანსაცმლის ბუტიკებს და თანამედროვე რესტორნებს, მაგალითად, როგორიც არის „ქეთო და კოტე“, - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე „სტამბის“ რესტორნის მენიუ (განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძებს), ხაზგასმულია სერვისის მაღალი დონე - ინოვაციური სივრცის არსებობა სტარტაპერებისათვის, ინვესტორებისათვის და კულტურის სფეროს სპეციალისტებისათვის.

წყარო: https://www.forbes.com/sites/lmowery/2024/03/27/the-stamba-hotel-defines-tbilisis-trending-boutique-hotel-scene/?sh=72351b66731d

 

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way