USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა
дата:  371

ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. ტერიტორია, რომელიც ორბელიანის მოედნის გარდა მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.

„საშობაო სოფლის“ გახსნას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესთან ერთად დაესწრო.

„ოფიციალურად გაიხსნა საშობაო სოფელი. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა. სასიამოვნო გარემო და განწყობაა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლას. დღეიდან 14 იანვრამდე, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრონ ორბელიანის მოედანს, სადაც სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენა და კონცერტი გაიმართება. გელოდებით, ერთად გავატაროთ ეს სასიამოვნო დღეები. ჩავიფიქროთ მნიშვნელოვანი სურვილები, რომ 2023 წელი კიდევ უფრო წარმატებული, სიცოცხლით, სიყვარულით სავსე იყოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩავიფიქროთ მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„საახალწლო სოფელი“ ფლეშმობით გაიხსნა, რომელიც სცენაზე თოვლის ბაბუას შემოსვლით დასრულდა. საზეიმო საღამო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც წამყვანები - გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი, ასევე, მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერი და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი „შვიდკაცა“ მონაწილეობდნენ. ორბელიანის მოედანზე მდებარე „ქარავანის სცენაზე“ კი დათო ევგენიძის და ბენდის კონცერტი გაიმართა.

„საახალწლო სოფელში“ განთავსებულია მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საკონცერტო სცენები, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის. აღნიშნულ სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა საბავშვო-გასართობი წარმოდგენები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე, გასართობი აქტივობები - სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე და ა.შ. ასევე, გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი.

„საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 3-კვირიანი მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, „არას“, ჯერონიმოსა და ბენდს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს "შობის მოლოდინში", თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძეს და ერეკლე გეწაძეს, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას.

საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები.

Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати